Menu

Follow Us

Sunday, 16 May 2021

ხევსურების გადასახლება

Friday, 26 March 2021 22:34 hits 10129 times

1951-1953 წლებში კომუნისტურმა რეჟიმმა ხევსურეთიდან 1500-ზე მეტი ადამიანი გაასახლა. საბჭოთა პროპაგანდა ამ პროცესს ნებაყოფლობითს უწოდებდა და მთის მოსახლეობაზე ზრუნვად ასაღებდა. სინამდვილეში, ტოტალიტარული რეჟიმი მთას ალმაცერად უყურებდა, რადგან მიუვალ ხეობებში ტრადიციული საზოგადოებების არსებობის გამო, ეფექტიან მართვას ვერ ახერხებდა. რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ხევსურები დაექსაქსა, ხელოვნურად მიემაგრებინა ახალი პროექტებისთვის, როგორიც იყო სამგორის ველის ათვისება და შირაქის გაუდაბნოებული ზონების განვითარება. სტალინური პოლიტიკის ამ გადაწყვეტილებას ათობით ადამიანი შეეწირა.

ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი, სადაც ხევსურები გადასახლების მძიმე დღეებსა და შედეგებზე გვიამბობენ. ამ შედეგებს ხევსურეთი დღემდე იმკის და რუსეთს საზღვრისპირა ტერიტორიების მიტაცებას უადვილებს.

© ვიდეოში გამოყენებულია ამერიკელი მოგზაურისა და მყინვარების მკვლევარის უილიამ ოსგუდ ფილდის მიერ, სოფელ ბისოში, 1933 წელს გადაღებული კადრები. ვიდეომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ისტორიკოსებს ერეკლე იაკობაშვილსა და გიორგი გოგოჭურს. 

რეპორტაჟზე მუშაობდნენ:

ეთერ თათარაიძე

ამირან არაბული

ლაშა ორჯონიკიძე

გელა მთივლიშვილი

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში