Menu

Follow Us

Sunday, 16 May 2021

ნამოხვანში მომხდარ ინციდენტზე „ენკას“ გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს

Thursday, 25 February 2021 18:45 hits 8842 times
ფოტოზე - ზეკი ქოჯაოღლუ
Society
ფოტოზე - ზეკი ქოჯაოღლუ

„საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, რადგან სვანური ფესვები მაქვს და ჩემთვის აქაურობა ძალიან ნაცნობი და ახლობელია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად ჩემი და ჩემი თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა თუ შევიწროებისა, ჩემი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა ან უპატივცემულობის გამოხატვა ნამდვილად არ ყოფილა“, - აცხადებს ნამახვანჰესის მშენებელი თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ გენერალური მენეჯერი ზეკი ქოჯაოღლუ 23 თებერვალს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები ჰესის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მათი მხრიდან მუდმივად ისმის შეურაცხყოფისა და მუქარის სიტყვები. მე, როგორც დამსაქმებელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ჩვენი კოლეგებისა და პროექტის მომხრეების უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვცდილობ, რომ ისინი დავიცვა პოტენციური ზიანისგან. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი ნამოხვანში.

ვიზიტის დროს, პირადად მე წავაწყდი ძალიან უსიამოვნო ინციდენტს, ჰესის მოწინააღმდეგეებმა გადაგვიკეტეს ENKA-ს ბანაკის გზა, იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემს ეროვნებასა და გარეგნობაზე. სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი, ჩემი თანამშრომლებისა თუ პროექტის მხარდამჭერების მისამართით, ისმის შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური განცხადებები.

მე ყოველთვის მზად ვარ დაინტერესებულ პირებს შევხვდე, გავესაუბრო და გავცე მათ კითხვებს პასუხი“, - აცხადებს ქოჯაოღლუ.

120 დღეზე მეტია რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის მოთხოვნით. პოლიციამ აქცია ორჯერ დაშალა, რის შემდეგაც „ენკა რინიუებლზი“ ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. 28 თებერვალს, 13:00 საათზე წყალტუბოს სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში