18:39:37

ფირნიშები
Share |

მთავარი თემა – მომხმარებელთა უფლებები

მთავარი თემა – მომხმარებელთა უფლებებიმოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც.

კახეთის ენერგოდისტრიბუცია, რომელიც ელექტროენერგიით მთელ რეგიონს ამარაგებს, უკვე მეორედ, 2011 წლიდან გაკოტრების რეჟიმშია. ხელისუფლება კომპანიის გაყიდვას მიმდინარე ან მომავალ წელს ვარაუდობს. მანამდე, კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ გაკოტრების რეჟიმში ყოფნის გამო კომპანია ინფრასტრუქტურის განახლებას სრული დატვირთვით ვერ ახერხებს და მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ, სასამართლოს მიმართონ.

რა უფლებები აქვთ მომხმარებლებს და რა ვალდებულებები აკისრია „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ გაკოტრების რეჟიმში ყოფნის პერიოდშიც?

გადაცემის სტუმარია – მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.

გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.



ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 22.07.17
23:00-00:00
Clear skyfrom west-northwest25°C1.6m/s
0mm
კვირა 23.07.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast29°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.6m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest20°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31