14:08:02

ფირნიშები
Share |

მთავარი თემა - ხანუმ ჯეირანოვას საქმე და სისტემური პრობლემები სამართალდაცვით ორგანოებში

მთავარი თემა – სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა

რატომ არ იძიებს პროკურატურა 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს? რა სახის სისტემური პრობლემები არსებობს ქვეყნის სამართალდაცვით ორგანოებსა და უფლებადაცვით სტრუქტურებში? რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით?

გადაცემის სტუმარია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ავალიანი.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს.

გამოძიება ორი კვირის მერე განახლდა, მას შემდეგ, რაც ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმით მედია დაინტერესდა.

გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად, ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ხანუმ ჯეირანოვას საქმე დღემე გამოუძიებელია. პროკურატურის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებულ პირებს ბრალი წაუყენონ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხანუმ ჯეირანოვას საქმეს სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. 

გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.




ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28