14:30:26

ფირნიშები
Share |

მთავარი თემა – სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა

მთავარი თემა – სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობარატომ არის აუცილებელი რომ ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი სკოლამდელ განათლებაზე? რას უწყობს ეს ხელს და რა განამტკიცებს ამ უფლებების რეალიზებას საკანონმდებლო დონეზე? რა არის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი, ამ სტანდარტის მიზნები და როგორია სტანდარტის დანერგვის ზოგადი რეკომენდაციები? რა ვალდებულებები აქვთ მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში?

სტუდიაში გადაცემის სტუმარია გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე.

ადრეული და სკოლამდელი ასაკის აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამავე კანონით, სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის.

მუნიციპალიტეტები კი ვალდებულები არიან დანერგონ და უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისების მიწოდება ბავშვებისთვის.

კახეთშიც ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას, არადა სკოლამდელი განათლება იმ სოფლებში, საიადანაც ჩვენმა კორესპონდენტებმა სიუჟეტები მოამზადეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულ ენაზეც კი ვერ საუბრობენ.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. 

გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.




ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east29°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast32°C1.2m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28