18:01:06

„ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე მისულ პირებს დაპატიმრებით დაემუქრნენ

„ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე მისულ პირებს დაპატიმრებით დაემუქრნენახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ ხუბეჯაშვილი, მეტსახელად „მოურავი“ სოფელ ალავერდში მცხოვრებ გოჩა და ბაადურ ბასილაშვილებს დაპატიმრებით დაემუქრა იმის გამო, რომ ისინი ახმეტაში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას დაესწრნენ.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლესკოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზურა თერგიაშვილი, რომელიც გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მძღოლად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ვრცლად

 

გამოკითხვა დედოფლისწყაროში - ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

გამოკითხვა დედოფლისწყაროში - ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებითკახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს რაიონში, ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფლებში ჯაფარიძესა და გამარჯვებაში 30-მდე ადამიანი გამოკითხა. კითხვაზე, სამართლიანია თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება, გამოკითხულთა უმრავლესობამ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

ვრცლად

 

ზეწოლა რესპონდენტზე - „მომიხსნიან საჭმელსაც და 30 ლარიან დახმარებასაც“

ზეწოლა რესპონდენტზე - „მომიხსნიან საჭმელსაც და 30 ლარიან დახმარებასაც“ახმეტაში მცხოვრებ გულჩინა წიქორიძეს კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, იმ შემთხვევაში თუ ის ახმეტის გამგებელს ბოდიშს არ მოუხდის, უფასო სასადილოდან გაგდებით და სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ.

ვრცლად

 

მასობრივი გაწვევა კახეთში - „განგაშის გამოცხადების შემთხვევაში რეზერვს იარაღი დაურიგდება“

მასობრივი გაწვევა კახეთში - „განგაშის გამოცხადების შემთხვევაში რეზერვს იარაღი დაურიგდება“ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში მასობრივი გაწვევა სამეგრელოს შემდეგ კახეთშიც დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ლეიტენანტ ნიკა ლომიძის განმარტებით, რეზერვს იარაღი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაურიგდება და ხალხი თავის სოფლებს დაიცავს. მისივე თქმით, განგაშში იგულისხმება საბრძოლო სიტუაციები, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ.

ვრცლად

 

„მომვარდა და ეხლა შენ თავზე დაგახევ გაზეთებს, ბიძინაშვილის დედაცო“

„მომვარდა და ეხლა შენ თავზე დაგახევ გაზეთებს, ბიძინაშვილის დედაცო“„ქუჩაში „ქართული ოცნების“ გაზეთს ვკითხულობდი, როცა საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის ბუღალტერი ნიკო რუსიშვილი მოვიდა და მითხრა, ეხლა შენ თავზე გადაგახევ გაზეთებსო. რატომ მეთქი, იმიტომ, რომ ბიძინაშვილის დედაცო და ვინც გადმოიტანა, იმის დედაცო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტაში მცხოვრებმა გულჩინა წიქორიძემ.

ვრცლად

 

გამოკითხვა ახმეტაში - ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით

გამოკითხვა ახმეტაში - ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებითკახეთის საინფორმაციო ცენტრმა კითხვაზე - სამართლიანია თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება, ახმეტაში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა სრული უმრავლესობა გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილი - სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში იმდენად უაზრო და უსუსური ფაქტებია მოყვანილი, ჩემს შეფასებად არ ღირს

ბიძინა ივანიშვილი - სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში იმდენად უაზრო და უსუსური ფაქტებია მოყვანილი, ჩემს შეფასებად არ ღირს სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში იმდენად უაზრო და უსუსური ფაქტებია მოყვანილი - ჩემს შეფასებად არ ღირს. ეს დასკვნა იმდენად უსუსური იყო, რომ ვისაც თავის დროზე ეჭვი გააჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონთან კავშირში იყო, ეს ილუზია მასაც გაუქრებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვრცლად

 

სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს

სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლესგანზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ვრცლად

 

დიმიტროვის განცხადება

დიმიტროვის განცხადებაპოლიტიკური მოთამაშე ხელოვნურად არ უნდა დაიბლოკოს, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა. "პირველი არხის" გადაცემა "აქცენტებში" მან თავისუფალი პოლიტიკური კონკურენციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს არჩევნებში თანაბარი სასტარტო პირობები უნდა ჰქონდეთ.

ვრცლად

 

ბუნტი იორმუღანლოში

ბუნტი იორმუღანლოშისაგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მთავრობამ ის მიწები გაყიდა, რომელსაც წლების განმავლობაში იორმუღანლოს მოსახლეობა იჯარით ფლობდა, ამუშავებდა და თავს ირჩენდა. მიწის ახალმა მფლობელმა ამოსული ყანები გადახნა.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა იორმუღანლოს მაცხოვრებლებს ნოვრუზობა მიულოცეს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა იორმუღანლოს მაცხოვრებლებს ნოვრუზობა მიულოცეს„ქართული ოცნების" ლიდერებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზობის დღესასწაული მიულოცეს. კოალიციის ლიდერები თინა ხიდაშელი, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური და გიორგი ცაგარეიშვილი სოფელში არსებული პრობლემებითაც დაინტერესდნენ.

ვრცლად

 

მოქმედებენ თუ არა სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები

მოქმედებენ თუ არა სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებებიზუგდიდელმა ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ youtube-ზე 2 ვიდეო ატვირთა, სადაც ჟურნალისტის ცნობით, სამეგრელოში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები და მათი დისლოკაციის ადგილებია გადაღებული.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი კუდ-ის თანამშრომელს ამხელს

„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი კუდ-ის თანამშრომელს ამხელს„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს შალვა იმერლიშვილს ამხელს. როგორც აკაკი ბეგაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, კუდ-ის თანამშრომელი, პარასკევს, 16 მარტს, მასთან სახლში მივიდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულიყო.

ვრცლად

 

დაკითხვა - ოჯახის წევრები ვინ არიან, სად არიან, რა შემოსავლები აქვთ...

დაკითხვა - ოჯახის წევრები ვინ არიან, სად არიან, რა შემოსავლები აქვთ...თელავში, დაკითხვიდან გამოსული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების განცხადებით, კონტროლის პალატას მათი ოჯახური მდგომარეობა და ოჯახის წევრების  შემოსავლებიც აინტერესებს.

ვრცლად

 

გაგდება სასტუმროდან პოლიტიკური ნიშნით

გაგდება სასტუმროდან პოლიტიკური ნიშნითახმეტაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად თბილისიდან ჩასული ხელოსნები საოჯახო სასტუმროდან გაყარეს. „მეპატრონემ ჯერ მიგვიღო, დაგვაბინავა. რამდენიმე წუთში კი გვითხრა, პრობლემები მექმნებაო და სასტუმროდან გარეთ გამოგვყარა თავსხმა წვიმაში“, - ამბობს სამშენებლო კომპანია „ბურჯის“ თანამშრომელი გია ოდიშვილი.

ვრცლად

 

ასმათ ათუაშვილი - შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო

ასმათ ათუაშვილი - შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო„ვიდრე დამკითხავდნენ პოლიციამ გამჩხრიკა. კორიდორიდანვე დაიწყეს გაჩხრეკა, ჩანთა და ტელეფონი ჩამომართვეს. ქურთუკიც გამახდევინეს. ტანსაცმლის შიგნითაც კი შევიდნენ. ხელებით შემეხო ის გოგო, ბოდიში და ლიფის რკინებიც კი ნახა. წითელს ანთებდა და მეკითხებოდა, აქ რა გაქვსო? ვერა ხედავ, რკინაა, რა უნდა მქონდეს მეთქი“, - ამბობს „ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი. ის კონტროლის პალატის თანამშრომლებმა, საგარეჯოს გამგეობის შენობაში 12 მარტს დაკითხეს. დაკითხვა 45 წუთს გაგრძელდა.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი პატარა სტალინია, ოღონდ უნიჭო

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი პატარა სტალინია, ოღონდ უნიჭოკოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს „პატარა სტალინი" უწოდა.

ვრცლად

 

ექსკლუზიური ინტერვიუ კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ მუბარიზ მამედოვთან

ექსკლუზიური ინტერვიუ კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ მუბარიზ მამედოვთან კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან მუბარიზ მამედოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მამედოვი კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან დაკითხვის პროცესში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ვრცლად

 

ნაციონალები ივანიშვილს აქციით დახვდნენ - „წადი, მოშორდი აქედან!“ (video)

ნაციონალები ივანიშვილს აქციით დახვდნენ - „წადი, მოშორდი აქედან!“ (video)„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გურჯაანში აქციით დახვდნენ. „წადი“, „მოშორდი აქედან“, „რუსეთის მონავ“, „პუტინის კაცო“, - ყვიროდნენ მმართველი პარტიის აქტივისტები.

ვრცლად

 

გვერდი 4 / 20

ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30