20:29:04

„მოგატეხავ მაგ ხელს; ამოგახევ მაგ თვალებს; შენი დედა შევე...“

„მოგატეხავ მაგ ხელს; ამოგახევ მაგ თვალებს; შენი დედა შევე...“სტუდია „GNS“-ის ოპერატორს ზურა პატარიძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის გადაღების უფლება არ მისცეს. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ტელეოპერატორი უცენზურო სიტყვებით აგინა, ფიზიკური ძალადობით დაემუქრა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.

ვრცლად

 

სტიქია ლაგოდეხში

ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სოფელ აფენში 200-მდე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო წყლით არის სავსე, პირველ სართულზე მდებარე ოთახებში კი წყლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს.ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სოფელ აფენში 200-მდე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო წყლით არის სავსე, პირველ სართულზე მდებარე ოთახებში კი წყლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს.

ვრცლად

 

სოფელ კოლაგში წყალმა მინდორაშვილების მანქანა წაიღო

სოფელ კოლაგში წყალმა მინდორაშვილების მანქანა წაიღოსტიქიამ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მცხოვრებ მინდორაშვილების ოჯახს მანქანა ეზოდან გასტაცა. სოფელში დანგრეულია შიდა საუბნო გზები, დაგლეჯილია სასმელი წყლის მილები.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სამსახურიდან გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სამსახურიდან გაათავისუფლეს სიღნაღის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომელი ნინო ჩუთლაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ჩუთლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაშიც მონაწილეობდა.

ვრცლად

 

„აბა, სად არის პრეზიდენტის ტრაქტორი?“

„აბა, სად არის პრეზიდენტის ტრაქტორი?“მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან ექსკლუზიურად მოპოვებული მონაცემებით, კახეთის რეგიონში სახნავ - სათესი მიწების 60% დასამუშავებელია. თვითმმართველობის ორგანოების ინფორმაციით, დიზელის ფასი მაღალია, რეგიონში შემოტანილი ტრაქტორები არასაკმარისია, რაც არის იმას სათანადო აღჭურვილობაც არ აქვს.

ვრცლად

 

კალიების მასობრივი შემოსევა ახმეტაში - მოსახლეობა შველას ითხოვს

კალიების მასობრივი შემოსევა ახმეტაში - მოსახლეობა შველას ითხოვს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში კალიებმა 200-ჰექტარზე სიმინდის, ქერის და ხორბლის ნათესები მთლიანად გაანადგურეს. მავნებლებმა საძოვრებზე ამოსული ბალახიც გადაძოვეს, რის გამოც გლეხებს და ფერმერებს საქონლის გამოკვება უჭირთ. კალიები დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდნენ, სოფლამდე დაახლოებით 50 მეტრიღაა დარჩენილი. მოსახლეობა შველას ითხოვს.

ვრცლად

 

თელავის რეაბილიტაციით დაზარალებულები

თელავის რეაბილიტაციით დაზარალებულებითელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩოლოყაშვილის და ნადიკვრის ქუჩებზე მდებარე სახლებს სახურავები სამი კვირის წინ გადახადეს და ამ დრომდე არ გადაუხურავთ. ადგილობრივებს წვიმის დროს სახლები წყლით ევსებათ.

ვრცლად

 

მეუფე მელქისედეკი - პროვოკატორო... დავამთავრე თქვენთან საუბარი. არ გადაიღო!

მეუფე მელქისედეკი - პროვოკატორო... დავამთავრე თქვენთან საუბარი. არ გადაიღო!ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა, ალიბეგლოს ეკლესიაში მოძღვარის დანიშვნასთან დაკავშირებით შეკითხვის დასმის გამო.

ვრცლად

 

რატომ დაფრთხნენ ლატვიელი ინვესტორები

რატომ დაფრთხნენ ლატვიელი ინვესტორებილატვიის მოქალაქე, ბიზნესმენი მარტინიშ კუნძინში საქართველოს პროკურატურისგან თაღლითობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. როგორც უცხოელმა ბიზნესმენმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მან საქართველოში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა ქართველმა პარტნიორებმა „გადააგდეს“.

ვრცლად

 

ალავერდის გარდა საფრთხე 7 სოფელს ემუქრება

ალავერდის გარდა საფრთხე 7 სოფელს ემუქრებაინჟინერ ჰიდროტექნიკოსის მიხეილ არინდაულის განცხადებით, მდინარე ზემო ხოდაშენის ადიდების შემთხვევაში ალავერდის სამონასტრო კომპლექსის გარდა საფრთხე კიდევ 7 სოფელს ემუქრება.

ვრცლად

 

დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან გააგდეს

დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან გააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში ირმა ელიზბარაშვილი თავის 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად, დედამთილმა და მეუღლემ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ზვიად კომლაძის დახმარებით, საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გააგდეს.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ წნორის შტაბს ესროლეს - მალხაზ ლაზარიაშვილი

„ქართული ოცნების“ წნორის შტაბს ესროლეს - მალხაზ ლაზარიაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წნორის შტაბის უფროსის მალხაზ ლაზარიაშვილის განცხადებით, 29 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, დაუდგენელმა პირმა კოალიციის წნორის შტაბს ესროლა. იმ დროისთვის შტაბში მყოფი ნოდარ კუტიბაშვილი აცხადებს, რომ ტყვია კედელმა აისხლიტა და აივანზე მყოფ ბავშვს და მამაკაცს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.

ვრცლად

 

ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს გურჯაანში

ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს გურჯაანშიპრეზიდენტს გურჯაანში მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფლიდან ჩამოყვანილი მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ქალაქის სკოლების მოსწავლეები, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები დაახვედრეს.

ვრცლად

 

გამოკითხვა დედოფლისწყაროში - „არის თუ არა გლეხებისთვის ხელმისაწვდომი სამთავრობო ტრაქტორები“

გამოკითხვა დედოფლისწყაროში - „არის თუ არა გლეხებისთვის ხელმისაწვდომი სამთავრობო ტრაქტორები“რამდენად ხელმისაწვდომია გლეხებისთვის საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში გამოგზავნილი ტრაქტორები - ამ საკითხზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დედოფლისწყაროს სოფლებში მოსახლეობა გამოკითხა.

ვრცლად

 

გამოკითხვა თელავში - ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

გამოკითხვა თელავში - ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებითკახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით თელავის რაიონში გამოკითხვა ჩაატარა.

ვრცლად

 

სასწაული - ღვთისმშობლის ხატს სისხლის სდის

სასწაული - ღვთისმშობლის ხატს სისხლის სდის (photo - video)ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის. მსხალგორის მაცხოვრებლების თქმით, ხატიდან ჩამონადენი პირველად 9 აპრილს შენიშნეს, როცა ის ხელნაწერი ხატით უნდა ჩაენაცვლებინათ. სასულიერო პირები მომხდარს სასწაულს უწოდებენ.

ვრცლად

 

„დღეს რაც გათენდა, ბავშვი მეუბნება მშიაო და არაფერი მაქვს რომ ვაჭამო“

„დღეს რაც გათენდა, ბავშვი მეუბნება მშიაო და არაფერი მაქვს რომ ვაჭამო“თელავში მცხოვრები მარტოხელა დედა მეგი ბერიაშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ვირუსული ინფექციით ავად არიან და უფულობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდნენ,თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მოათავსეს.

ვრცლად

 

რატომ გაათავისუფლეს მელაანის სკოლიდან ქიმიის მასწავლებელი

რატომ გაათავისუფლეს მელაანის სკოლიდან ქიმიის მასწავლებელიკახეთში, სოფელ მელაანის საჯარო სკოლიდან ქიმიის მასწავლებელი თინა ბარბაქაძე გაათავისუფლეს. როგორც პედაგოგმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სკოლის სამასწავლებლოში გამოთქვა საკუთარი აზრი, რომ არ ეთანხმებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რის გამოც ის ოპოზიციონერად მიიჩნიეს.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე მისულ პირებს დაპატიმრებით დაემუქრნენ

„ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე მისულ პირებს დაპატიმრებით დაემუქრნენახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ ხუბეჯაშვილი, მეტსახელად „მოურავი“ სოფელ ალავერდში მცხოვრებ გოჩა და ბაადურ ბასილაშვილებს დაპატიმრებით დაემუქრა იმის გამო, რომ ისინი ახმეტაში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას დაესწრნენ.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლესკოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზურა თერგიაშვილი, რომელიც გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მძღოლად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 20

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31