08:15:22

ფირნიშები

სარწყავი წყლის მოხმარებისთვის გლეხები დააჯარიმეს

სარწყავი წყლის მოხმარებისთვის გლეხები დააჯარიმესმდინარე ალაზნის სარწყავი არხიდან წყლის მოხმარებისთვის სიღნაღის რაიონში გლეხები 250 ლარით დააჯარიმეს. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დაჯარიმებამდე შპს „ალაზანი M“-დან არავითარი მითითება არ მიუღიათ, რომ წყლის მოხმარებამდე კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ.

ვრცლად

 

მიტროპოლიტი დავითი - ალავერდში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა

მიტროპოლიტი დავითი - ალავერდში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა„ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა“, - ეს განცხადება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კონფერენციაზე გააკეთა.

ვრცლად

 

უკრაინელი ქალების „შიშველი“ პროტესტი ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად

უკრაინელი ქალების „შიშველი“ პროტესტი ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად 18 ივლისს კიევში ქალთა მოძრაობა FEMEN-მა ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გამართა. ფემენის აქტივისტებმა საქართველოს ხელისუფლებისგან სამი ბრალდებული ფოტორეპორტიორის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.  უკრაინელმა ქალბატონებმა შიშველ სხეულზე გადახაზული ფოტოაპარატები დაიხატეს.

ვრცლად

 

ფოტორეპორტიორების საქმე

altთბილისში ცნობილი ფოტორპორტიორების დაკავების გამო შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში წუხილს გამოთქვამს. ჯონ ბასი იმედოვნებს, რომ გამოძიება ნდობას გამოიწვევს. ფოტოგრაფების საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. რატომ დააკავეს ცნობილი ფოტოკორესპონდენტები, ჯაშუშობა თუ ხელისუფლების მანიაკალური ჯაშუშომანია?

ვრცლად

 

მოლოდინი 10 წლის შემდეგ

მოლოდინი 10 წლის შემდეგსტუდია „რე“-ს ფილმი მოგვითხრობს ორი აფხაზი ტელეჟურნალისტის მოგზაურობას მათთვის გაუცხოებულ საქართველოში. ფილმში იკვეთება აფხაზი ჟურნალისტების სამიზნე თემა - დევნილთა ბედი საქართველოში.

ვრცლად

 

საქართველოს პატრიარქისა და გარეგინ II-ის პირისპირ საუბრის ვიდეომასალა

საქართველოს პატრიარქისა და გარეგინ II-ის პირისპირ საუბრის ვიდეომასალა Youtube-ზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქის, გარეგინ II-ის პირისპირ საუბრის ამსახველი ვიდეომასალა განთავსდა. ვიდეოჩანაწერი საქართველოს საპატრიარქოში 2011 წლის 11 ივნისს არის გადაღებული. ვიდეოკადრები Youtube-ზე 6 ივლისს განთავსდა.

ვრცლად

 

ქვეწარმავლების შემოსევა

ქვეწარმავლების შემოსევადედოფლისწყაროს რაიონის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობას უკვე ერთი თვეა ქვეწარმავლებთან გამკლავება უწევს. ადგილობრივების თქმით, სოფელ კასრისწყალში იგივე ელდარში, ქვეწარმავლების მომრავლება ყოველ წელს ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება, თუმცა წელს მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ვრცლად

 

„კვირის რეპორტაჟი“

„კვირის რეპორტაჟი“ხელისუფლებასთან 10 თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიციური რვიანი დაიშალა და საზოგადოებამ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ნაცვლად,  პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი მიიღო. რის სანაცვლოდ დათმო ოპოზიციის ნაწილმა ბიომეტრული საარჩევნო სიების მოთხოვნა და იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების საფუძველი ფინანსური გარიგება მმართველ პარტიასთან. რა ღირს პოლიტიკური პარტია საქართველოში?

ვრცლად

 

უბედური შემთხვევა საგარეჯოში

უბედური შემთხვევა საგარეჯოში30 ივნისს, საღამოს, საგარეჯოში, ცენტრალურ სტადიონზე 10 წლის გიგი ყავრიშვილს თამაშის დროს თავში საფეხბურთო კარის ძელი დაეცა. მოზარდი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ბავშვი კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ვრცლად

 

ნეფარიძეების ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

ნეფარიძეების ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვსლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მცხოვრები ნეფარიძეების ოჯახი 42 წლის გელა ნეფარიძის გარდაცვალებაში ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ადანაშაულებს.

ვრცლად

 

კვირის რეპორტაჟი

კვირის რეპორტაჟი1/. 26 მაისს დაპატიმრებულთა დიდი ნაწილი თავისუფალია. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსული ადამიანები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე ყვებიან.

ვრცლად

 

ალავერდის ტაძარი საფრთხეშია

ალავერდის ტაძარი საფრთხეშიაალავერდის ტაძარში მე-13 საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი დგას. წყლით არის დაფარული ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტილი და დაობებულია კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. მათივე თქმით, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება. პრევენციული სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

ვრცლად

 

„კვირის რეპორტაჟი“

„კვირის რეპორტაჟი“

ვრცლად

 

21 წელი საქართველოში პირადობის მოწმობის გარეშე

21 წელი საქართველოში პირადობის მოწმობის გარეშეიური რეგევა 21 წელია საქართველოში ცხოვრობს. ის რუსეთიდან კახეთში სამუშაოდ ჩამოვიდა, მაგრამ  უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. ფერმის მეპატრონემ, ვისთანაც რეგევა მწყემსად მუშაობდა, მას საბუთები გამოართვა და აღარ მისცა. რამდენიმე წელია იური რეგევა გურჯაანში ცხოვრობს. მას ცოლი და ორი შვილი ჰყავს. ოჯახს ძალიან უჭირს.

ვრცლად

 

ნატო ვაჩნაძე - 107

ნატო ვაჩნაძე - 10714 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 107 წელი შესრულდა. ყოველწლიურად ამ დღესთან დაკავშირებით გურჯაანში ნატოობას აღნიშნავდნენ. წელს ღონისძიებები არ ჩატარდა. ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვრცლად

 

„კვირის რეპორტაჟი“ - სტუდია GNS

„კვირის რეპორტაჟი“ - სტუდია GNSკობა ნაყოფია, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავთან, შერონ სტოუნთან ერთად, გასული კვირის მთავარ გმირად იქცა. ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ყველა კაპრიზს ნებისმიერ ფასად ასრულებს. დღეს, დეპუტატის ბიზნესზე გიამბობთ. კობა ნაყოფია ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ როდისმე ქართული მედია-საშუალებები მის სახელს შერონ სტოუნს დაუკავშირებდნენ.

ვრცლად

 

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა (CCA) პროექტის პრეზენტაცია გამართა

 სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა (CCA) პროექტის პრეზენტაცია გამართა„სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ (CCA) პროექტის „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციის „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - გიორგი ალიმონაკის საქმე

ჟურნალისტური გამოძიება - გიორგი ალიმონაკის საქმესტუდია „მონიტორის“ჟურნალისტური გამოძიება 19 წლის ახალგაზრდას ეხება. გიორგი ალიმონაკი 2006 წელს 18 აგვისტოს, კუს ტბაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გაასამართლეს და 18 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაპატიმრების შემდეგ გიორგი ალიმონაკი საპყრობილეში მძიმედ დაავადდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია გიორგი ალიმონაკის სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზი, ასევე ნაჩვენებია გამოძიების ნაკლოვანებები და განხილულია საეჭვო მტკიცებულებები.

ვრცლად

 

„კვირის რეპორტაჟი“ - აქციის დროს დაღუპულები

„კვირის რეპორტაჟი“ - აქციის დროს დაღუპულებიკითხვა - რა ვითარებაში გარდაიცვალნენ მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი ნიკა კვინტრაძე  და სულიკო ასათიანი, კვლავ უპასუხოდ რჩება. სტუდია GNS-ის სიუჟეტი.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - „ძვირადღირებული“ - იაფი კრედიტი

ჟურნალისტური გამოძიება - „ძვირადღირებული“ - იაფი კრედიტისტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 6 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში წარდგენილი  „იაფი კრედიტის“ პროგრამის განხორციელებას.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 20

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
13:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest12°C1.1m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Clear sky17°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31