18:02:35

დღეს ალავერდობაა

დღეს ალავერდობაა28 სექტემბერს ალავერდობაა. მართლმადიდებელი ეკლესია ალავერდის მონასტრის დამაარსებლის ამბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მთელი ღამის განმავლობაში ალავერდის ტაძარში საზეიმო წირვა - ლოცვა მიმდინარეობდა.

ვრცლად

 

რამიშვილი პოლიციის უფროსებმა მოიგერიეს

რამიშვილი პოლიციის უფროსებმა მოიგერიესჟურნალისტ შალვა რამიშვილს, ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახი და სახლი რომ არ გადაეღო, თავისუფლად გადაადგილების უფლებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კახა გიგოლაშვილი, მისი მოადგილე გოჩა როსტომაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი შოთა ბეჟანიშვილი და კახეთის დაცვის პოლიციის უფროსი ილია ზავრაშვილი არ აძლევდნენ.

ვრცლად

 

ინციდენტი ყვარელში

ინციდენტი ყვარელშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვენახში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

ვრცლად

 

პრეზიდენტის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს

პრეზიდენტის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავესყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი სააკაშვილის ვენახში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყოს ჩასული.

ვრცლად

 

„როგორ ხართ ბატონო ტული“

„როგორ ხართ ბატონო ტული“ „როგორ ხართ ბატონო ტული“ - ლუდმილა ყურაშვილის ამ ფილმმა, გერმანიაში გამართულ კონკურსში - „საერთაშორისო სამოქალაქო მედია 2011“, პირველი ადგილი აიღო. ფილმი ფოთელი პოლიგლოტის, ტული გვასალიას შესახებ არის. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის მოსწავლეებს უცხო ენებს უანგაროდ ასწავლის.

ვრცლად

 

მონაკოს პრინცმა სააკაშვილთან ერთად ყურძენი დაკრიფა და დაწურა

მონაკოს პრინცმა სააკაშვილთან ერთად ყურძენი დაკრიფა და დაწურამონაკოს პრინცმა ალბერ მეორემ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის ვენახში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ყურძენი დაკრიფა და საწნახელში დაწურა. პრეზიდენტის ვენახში ჟურნალისტები არ შეუშვეს. ვიდეომასალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ვრცლად

 

საპროტესტო აქციები პანკისში

საპროტესტო აქციები პანკისშიპანკისის ხეობაში ზედიზედ ორი დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ხეობის მაცხოვრებლები შორენა ხანგოშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად როდი სკოტის ფონდის თანამშრომელი შორენა ხანგოშვილი სამართალდამცავებმა 16 სექტემბერს დააკავეს.

ვრცლად

 

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სამთაწყაროში

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სამთაწყაროში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გიური ცანავა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ ვითარებას, აგრეთვე, რუსეთში პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებს.

ვრცლად

 

შუალედური არჩევნები თელავში

შუალედური არჩევნები თლავშივასილ დავითაშვილი, ვასიკო არაბული და ნიკოლოზ ლაშხი, თელავი მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები და მრეწველები დაუპირისპირდებიან. რამდენად აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რას პირდებიან დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს?

ვრცლად

 

ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამოსვლა

ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამოსვლა„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავის საარჩევნო ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი წარადგინა.

ვრცლად

 

ქდმ-ს კანდიდატის წარდგენა

ქდმ-ს კანდიდატის წარდგენა„ქრისტიან - დემოკრატებმა“ თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 2 ოქტომბერს ქდმ-ს სახელით კენჭს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი იყრის.

ვრცლად

 

მზადება რთველისთვის

მზადება რთველისთვისგურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება.

ვრცლად

 

ექსკლუზიური კადრები - მდინარემ რესტორანი წაიღო

ექსკლუზიური კადრები - მდინარემ რესტორანი წაიღო გუშინ, ლაგოდეხში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე შრომის ხევმა, რესტორანი მთლიანად დაანგრია და წაიღო. კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვიდეომასალა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოაწოდა, რომელმაც ნგრევის კადრები ტელეფონით გადაიღო.

ვრცლად

 

სტიქია კაბალში - მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

სტიქია კაბალში - მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებსგუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კაბლის ხევი სოფელში შევარდა. დაიტბორა 500-მდე საცხოვრებელი სახლი, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და გზები. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

ვრცლად

 

პრეზიდენტის თვითმფრინავი

პრეზიდენტის თვითმფრინავიგავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტმა ახალი თვითმფრინავი იყიდა. ფირმა, რომელიც რუსული ოლიგარქებისა და აფრიკელი დიქტატორების  შეკვეთაზე მუშაობს, ამიერიდან შესაძლოა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის შექმნითაც გახდეს ცნობილი. ინფორმაცია პრეზიდენტის ამერიკული ოცნების შესახებ, გაზეთმა „ალია“-მ გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

თუშეთში პირველი ქრისტიანული ეკლესია ინგრევა

თუშეთში პირველი ქრისტიანული ეკლესია ინგრევათუშეთში პირველი ქრისტიანული ეკლესია ინგრევა. გომეწრის ხეობის სოფელ ბოჭორნაში მე-19 საუკუნეში აგებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს გუმბათი უკვე ჩამოექცა, მთლიანად არის დანგრეული საკურთხეველი, კედლებიდან კი ქვები ცვივა და იშლება.

ვრცლად

 

სტიქია ახმეტაში

სტიქია ახმეტაშიძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ ახმეტაში და სოფელ მატანში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი. ერთ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავიც გადახადა. დაზიანდა შიდა საუბნო გზები.

ვრცლად

 

აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ

აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგროგორ ცხოვრობენ 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად დევნილები წეროვანში. საომარი მოქმედებების თვითმხილველები აგვისტოს დღეებს იხსენებენ.

ვრცლად

 

გიორგი ბეჟანიშვილის ფილმი - „მათხოვრები“

გიორგი ბეჟანიშვილის ფილმი - „მათხოვრები“თელავური ცხოვრების სევდიანი ისტორიები. ადამიანები, რომლებიც თავს მათხოვრობით ირჩენენ. გიორგი ბეჟანიშვილის ფილმი, მარტი, 2010 წელი.

ვრცლად

 

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი კახეთში, 2011 წელი

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი კახეთში, 2011 წელი2011 წლის 23 ივლისს, ვაშინგტონში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, წარმოშობით ქართველი გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმი გურჯაანში 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმის გახსნას ძმები ოთარ და ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ტელეკომპანია „გურჯაანის“ არიქივიდან ამოღებულ ვიდეომასალას.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 20

ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30