20:28:07

ზეწოლა თუშებზე

ზეწოლა თუშებზე - აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, მეორე გააფრთხილეს„აქცია რომ გავმართეთ და სამინისტროს ხალხი სოფლიდან გავყარეთ, მეორე დღეს, როცა თქვენ მასალა გამოაქვეყნეთ, აქციის ყველა მონაწილესთან პოლიციიდან და გამგეობიდან მივიდნენ. დაემუქრნენ, რომ ხმა აღარ ამოეღოთ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ბაინდურაშვილი დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს. პოლიციაში წაიყვანეს ზაზა ლაგაზიძეც“, - აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანიდან.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ„როიტერმა“ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა. სააგენტოსთან საუბარში ბიზნესმენმა მომავალი პოლიტიკური საქმიანობის პრიორიტეტად მოსკოვთან დიალოგი დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, 90%-ით არის დარწმუნებული, რომ  პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით გავლენ.

ვრცლად

 

ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში რეჟისორი ზაზა სვანაძე შევარდა

ტელეკომპანია ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში, იმ დროს, როდესაც პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემა გადიოდა და სტუდიაში სტუმრები საუბრობდნენ, რეჟისორი ზაზა სვანაძე შევარდა.

ვრცლად

 

ეპისკოპოსის მოთხოვნით გარემოვაჭრეები აყარეს

ეპისკოპოსის მოთხოვნით გარემოვაჭრეები აყარესპოლიციამ ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები აყარა, ფაცხები კი დაშალეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს ახმეტის რაიონულ სამმართველოში განუცხადეს, ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის მოთხოვნით პოლიციას ალავერდის ეპისკოპოსმა მიმართა.

ვრცლად

 

მასწავლებლის გატაცების და ცემის ფაქტი გამოძიებული არ არის

მასწავლებლის გატაცების და ცემის ფაქტი გამოძიებული არ არის სტუდია „GNS“-მა მელაანში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს მასწავლებლის გატაცების ფაქტზე რეპორტაჟი მოამზადა. როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი ნანა ლეჟავა აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, კადრები რომელსაც ნაციონალური არხები გვიჩვენებენ, დადგმული სპექტაკლია. სააკაშვილთან მიახლოებას მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება შეარჩევს.

ვრცლად

 

ტუალეტის საზეიმო გახსნა ლაგოდეხში - „ფეისბუქში“ წაშლილი video

ტუალეტის საზეიმო გახსნა ლაგოდეხში - „ფეისბუქში“ წაშლილი ვიდეოლაგოდეხში ორმა გლეხმა ტუალეტი საზეიმოდ გახსნა. გლეხებმა ტუალეტის წინ წითელი ლენტი გაჭრეს და ლაგოდეხელებს კიდევ ერთი „ტურისტული“ ობიექტის გახსნა მიულოცეს. ეს ვიდეო გუშინ, საღამოს, „ფეისბუქში“ გავრცელდა მიშა სიყმაშვილის გვერდზე. ვიდეო ერთ საათში ასამდე მომხმარებელმა დააშეარა. დღეს დილით, „ფეისბუქში“ ვიდეო აღარ იდო, წაშლილია.

ვრცლად

 

Facebook-ით ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი გავრცელდა

facebook-ით ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი გავრცელდაFacebook-ით ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი „ქართული ოცნება“ გავრცელდა. ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს, რომ ყველა მედია საშუალებამ უარი თქვა ამ კლიპის გაშვებაზე, მხოლოდ YouTube-ზე შეძლო მისი ატვირთვა.

ვრცლად

 

თუშების პროტესტი - სამინისტროს წარმომადგენლები სოფლიდან გაყარეს

თუშების პროტესტი - სამინისტროს წარმომადგენლები სოფლიდან გაყარესახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის მოსახლეობა სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ. მოსახლეობის უმრავლესობა მესაქონლეობას მისდევს. თუშებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენლებს საძოვრების მოხვნის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს და ისინი სოფლიდან გაყარეს.

ვრცლად

 

გლეხებს ყურძნის ჩაბარება სიღნაღის რაიონის სოფლებშიც უჭირთ

გლეხებს ყურძნის ჩაბარება სიღნაღის რაიონის სოფლებშიც უჭირთ ღვინის ქარხნებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება სიღნაღის რაიონის სოფლებში მცხოვრებ გლეხებსაც უჭირთ. როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ზოგიერთი ღვინის ქარხანა ყურძენს არ იბარებს, ნაწილი კი მოსავალს დაბალი შაქრიანობის მიზეზით იწუნებს.

ვრცლად

 

მკვლელობაში ბრალდებულ კუდ-ის თანამშრომელს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

მკვლელობაში ბრალდებულ კუდ-ის თანამშრომელს 18 წლით პატიმრობა მიესაჯათელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კუდ-ის უფროს ოპერატიულ თანამშრომელს, 30 წლის დავით ჩოთალიშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვრცლად

 

შვიდშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილით ეხოცებათ

შვიდშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილით ეხოცებათ ცოფურაშვილების შვიდშვილიანი ოჯახი ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. 9 ადამიანს ორ საწოლზე და ტახტზე სძინავს. რამდენიმე თვეა მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. შიმშილის გამო ბავშვები ავად არიან. ერთ-ერთ მათგანს უკვე სიარულიც უჭირს.

ვრცლად

 

მუშებმა ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულებაზე უარი თქვეს

მუშებმა ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულებაზე უარი თქვესნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს არ აძლევენ. უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე უარი თქვეს.

ვრცლად

 

მობილიზაცია სარკოზის დასახვედრად - დუშეთის გამგეობა

მობილიზაცია სარკოზის დასახვედრად - დუშეთის გამგეობასაფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დასახვედრად დუშეთიდან თბილისში 16 სამარშრუტო ტაქსით, 2 ავტობუსით და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი ავტომანქანებით 300-მდე ადამიანი გაემგზავრა. საჯარო მოსამსახურეების თბილისში გადაყვანის პროცესს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი სპორტული სკოლის დირექტორს ნიკო ჯიქურაულს გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ არსენა ოძელაშვილია და ბაქოში მიდის. დუშეთის მე-3 საბავშვო ბაღის თანამშრომელმა კი დაადასტურა, რომ თბილისში მთავრობის დავალებით მიდიან.

ვრცლად

 

კენჭისყრა ცეკვა - სიმღერით აკურის მე-14 საარჩევნო უბანში

კენჭისყრა ცეკვა - სიმღერით აკურის მე-14 საარჩევნო უბანში გუშინ, თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. აკურის მე-14 საარჩევნო უბანში (საჯარო სკოლის შენობა) კენჭისყრის პროცესი ცეკვა - სიმღერით მიმდინარეობდა. ვიდეო youtube.com-ზე გავრცელდა.

ვრცლად

 

სადამკვირვებლო ორგანიზაციების პირველადი შეფასება

სადამკვირვებლო ორგანიზაციების პირველადი შეფასებაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2011 წლის 2 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნების კენჭისყრის პროცედურების მიმდინარეობის შესახებ პირველადი შეფასება გამოაქვეყნეს.

ვრცლად

 

მელაანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი გაიტაცეს

მელაანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი გაიტაცეს26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა დაათვალიერა. სკოლის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილი ეზოში მოქალაქეებს შეხვდა. ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა. სკოლის ეზოდან ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

ვრცლად

 

მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის თანამშრომლის პროცესი

მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის თანამშრომლის პროცესიმკვლელობაში ბრალდებულმა კუდ-ის უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე სასამართლოს ჩვენება მისცა. ჩოთალიშვილი აღიარებს 21 წლის გიგი გემაზაშვილის და შოთიკო ბატიაშვილის მკვლელობას და ამასთან ერთად, იმას რომ გაისროლა გიორგი დათუკიშვილის მიმართულებითაც. ჩოთალიშვილმა თავის ჩვენებაში ხაზი რამდენჯერმე გაუსვა, რომ როცა იარაღი გაისროლა, ძლიერ აღელვებული იყო და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა.

ვრცლად

 

„ამაიღეთ ხალხოო ხმა... ვენახში რომ დალპა ე ყურძენი, ვერ ატყობთ?“

„ამაიღეთ ხალხოო ხმა... ვენახში რომ დალპა ე ყურძენი, ვერ ატყობთ?“ რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ყურძენი სიმწიფისგან ლპება, ღვინის ქარხნები კი რქაწითელს ამ დრომდე არ იბარებენ.

ვრცლად

 

დღეს ალავერდობაა

დღეს ალავერდობაა28 სექტემბერს ალავერდობაა. მართლმადიდებელი ეკლესია ალავერდის მონასტრის დამაარსებლის ამბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მთელი ღამის განმავლობაში ალავერდის ტაძარში საზეიმო წირვა - ლოცვა მიმდინარეობდა.

ვრცლად

 

რამიშვილი პოლიციის უფროსებმა მოიგერიეს

რამიშვილი პოლიციის უფროსებმა მოიგერიესჟურნალისტ შალვა რამიშვილს, ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახი და სახლი რომ არ გადაეღო, თავისუფლად გადაადგილების უფლებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კახა გიგოლაშვილი, მისი მოადგილე გოჩა როსტომაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი შოთა ბეჟანიშვილი და კახეთის დაცვის პოლიციის უფროსი ილია ზავრაშვილი არ აძლევდნენ.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 20

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31