10:11:19

Share |

GIZ თუშეთში საველე კოორდინატორის ვაკანსიას აცხადებს

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროგრამა აცხადებს თუშეთში უმცროსი მრჩევლის (საველე კოორდინატორი) ვაკანსიას. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბერი.

თუშეთში პროგრამის საველე კოორდინატორის პასუხისმგებლობის სფეროში შედის: ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროგრამის უფროს მრჩეველთან და სხვა ექსპერტებთან ერთად ტექნიკური დავალებების შესრულება; თუშეთის დონეზე პროექტის ღონისძიებების კოორდინირება; სპეციფიკური კვლევების ხელმძღვანელობა, რაც საჭიროა თუშეთში პროექტის აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

კოორდინატორს ევალება: ადგილობრივ არასმთავრობო ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან, კოოპერატივებთან, კერძო სექტორთან და ასევე, თუშეთში არსებულ საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; პროექტის მონიტორინგი, მისი შესრულების შესახებ ანგარიშების რეგულარულად მომზადება და წარდგენა; ვორკშოპებში, მრგველ მაგიდებსა და საჯარო განხილვებში მონაწილეობა იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია პროექტთან; საკვლევი პროექტების მომზადებაში დახმარების აღმოჩენა და თუშეთში პროგრამის მოკლევადიანი ექსპერტების დახმარება, მათ შორის თარჯიმნის ფუნქციის შესრულება. საველე კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად თუშეთთან დაკავშირებული პროექტის აქტივობების განხორციელებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საველე კოორდინატორობის კანდიდატს განათლება მიღებული უნდა ქონდეს შემდეგ სფეროებში: მეტყევეობა, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა, სოციოლოგია, საჯარო ადმინისტრირება ან სხვა სფერო, რომელიც პროექტს/პროგრამას უკავშირდება.

პროფესიული გამოცდილება:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში მუშაობის გამოცდილება და ასევე თუშეთში მუშაობის პრაქტიკა.

დამატებითი მოთხოვნები:

ზოგადად კახეთის რეგიონის და ახმეტის მუნიციპალიტეტის, კერძოდ კი თუშეთის კარგად ცოდნა; მარავალეროვან, მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება; საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა; ქართული და ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ რუსულისა და გერმანულის მცოდნეებს); მანქანის მართვის უფლების ქონა; მაღალმთიან რეგიონში მუშაობისთვის ფიზიკური შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაზე განაცხადის (სამოტივაციო წერილი და СV) წარდგენა შეუძლიათ 30 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

განმცხადებლებმა უნდა მიუთითონ ვაკანსიის დასახელება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილე აქ.




ფირნიშები

სხვა ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. დაწვრილებით  

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ე.წ. საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე მომზადებული სიუჟეტით ქარტიის პრინციპები დაარღვია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
14:00-18:00
Clear skyfrom west-northwest9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky8°C3.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30