08:58:50

Share |

საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს კახეთში


საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მძღოლი – ტელეოპერატორი (საქმის შესწავლით), მემონტაჟე (საქმის შესწავლით), რეპორტიორი, გადაცემის წამყვანი, იურისტი (ადვოკატის ლიცენზიით), პროექტის კოორდინატორი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივლისი. სამუშაო ადგილი – კახეთი.

მძღოლი – ტელეოპერატორის სამუშაო აღწერილობა: ახდენს რეპორტიორების ტრანსპორტირებას სამსახურის კუთვნილი ავტომობილით; ვიდეომასალების გადაღებას, გადაცემის ჩაწერას სტუდიაში ან სხვა ადგილებში საჭიროებისამებრ; ამზადებს სტუდიას, აპარატურას და განათებას სტუდიური ჩაწერებისთვის; მონაწილეობს გადაღებული მასალის დამონტაჟებაში, საჭიროების შემთხვევაში თავად ამონტაჟებს.

მოთხოვნები: საცხოვრებელი ადგილი – კახეთი (სასურველია თელავი ან გურჯაანი). მანქანის მართვის მოწმობა – B კატეგორია; ასაკი – 18 წელს ზემოთ; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; დეტალებზე ორიენტირების უნარი.

რეპორტიორის სამუშაო აღწერილობა - ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; აქტუალურ საკითხებზე ვიდეო, ფოტო, აუდიო ან/და ტექსტური მასალების, რეპორტაჟების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი).

მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება; ახალ მედიაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);

იურისტის სამუშაო აღწერილობა:დროულად და საფუძვლიანად ეცნობა მის წარმოებაში არსებულ საქმეებს; ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ; მოიძიებს საქმის მასალებს, მტკიცებულებებს; გამოდის სასამართლო პროცესებზე; საჭიროების შემთხვევაში სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას მის წარმოებაში არსებული საქმის მსვლელობის შესახებ; მონაწილეობს სამსახურის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში;

მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება; იურისტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი); კანდიდატს უნდა ჰქონდეს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით);

პროექტის კოორდინატორის სამუშაო აღწერილობა: საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრების, პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ღონისძიებების შესახებ ანგარიშის და საინფორმაციო მასალების მომზადება; რეგიონში მომუშავე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობა, სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი;

მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება; კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი;

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს   სათაურში მიუთითეთ რომელ პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი ან ანკეტის შესავსებად დარეკეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 16 100 (კოდის გარეშე) დილის 9 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ფირნიშები

სხვა ამბები

საჯარო რეესტრმა „ერთსულოვნების“ დირექტორად დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაარეგისტრირა

საპატრიარქოს ტელევიზიას დირექტორი ოფიციალურად შეეცვალა. საჯარო რეესტრმა არხის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ განაცხადზე წარმოება დაასრულა და დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” დირექტორად დაარეგისტრირა. დაწვრილებით  

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით,  ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს კანონში ასახულ ცვლილებებს დაწვრილებით განუმარტავს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 28 29 30 31