18:51:22

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგეობამ და საკრებულომ ექვს ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა


ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ექვს ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდეა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 12 მაისამდე შეუძლიათ.

ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში) 500 ლარი;

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი (კასრისწყალის ადმინისტრაციულ ერთეულში) 350 ლარი;

ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი 810 ლარი;

შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (მონიტორინგის საკითხებში) 500 ლარი;

შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (აუდიტის საკითხებში) 560 ლარი;

საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (საბიუჯეტო საკითხებში) 560 ლარი.

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს.

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.



სხვა ამბები

10 მარტს თელავის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 10 მარტს ქალაქ თელავის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

ყვარელში სკვერი და ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა [Photos]

ყვარლის შესასვლელში „შინმოუსვლელთა“ რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. სკვერში ატრაქციონთან ერთად, განთავსებულია სარბენი და შიდა ბილიკები, ბუნგალო, მინი სტადიონი და სხვადასხვა სახის ტრენაჟორები.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
23:00-00:00
Fairfrom south-southwest0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31