08:57:58

Share |

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ექვს ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა


თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 420-დან 970 ლარამდეა. კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 21აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ.

ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; (540 ლარი)

ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; (540 ლარი)

ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი; (420 ლარი)

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სანიორის ადმინისტრაციულ ერთეულში; (970 ლარი)

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში; (970 ლარი)

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ყარაჯალის ადმინისტრაციულ ერთეულში; (970 ლარი)

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება - განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით განისაზღვრება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.



ფირნიშები

სხვა ამბები

სირიაში კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი „კონფლიქტების გამოძიების ცენტრი“ (CIT) სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება. ორგანიზაციის თანახმად ჯარისკაცის სახელი და გვარი არტიომ გორბუნოვია, რომელიც 2 მარტს მოკლეს.

დაწვრილებით  

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. ღვთისმსახურება ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30