17:38:30

ფირნიშები
Share |

საგარეჯოს გამგეობამ 13 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 400-დან 970 ლარამდეა. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge), 3 აპრილამდე უნდა გაიარონ.

ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფლებში - იორმუღანლო, ლამბალო, დიდი ჩაილური, დუზაგრამა, მანავი, თულარი; გამგებლის წარმომადგენელი სოფლებში თულარი, ლამბალო, იორმუღანლო, დუზაგრამა; ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადების და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში; ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში; ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში.

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება - განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.



სხვა ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ბრალდებით ესპანეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ესპანეთის მოქალაქე დააკავეს. დაწვრილებით  

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. ახალი შენობაც კოსტავას 68 ნომერში იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ტელეკომპანიის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northwest21°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 26 27
28 29 30 31