09:00:03

Share |

ლაგოდეხის გამგეობამ 7 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 9 მარტამდე შეუძლიათ.

ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილების უფროსი; სპეციალისტი კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში; ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზედამხედველობის განხორციელების საკითხებში; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი საზოგადოებრივი მომსახურებისა და კეთილმოწყობის საკითხებში; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში; საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და საინფორმაციო საკითხებში; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში.

ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 400–დან 810 ლარამდე მერყეობს.

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს.

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.




ფირნიშები

სხვა ამბები

10 მარტს თელავის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 10 მარტს ქალაქ თელავის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

12 აპრილს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას, ასევე ქალაქ თელავის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28