06:54:40

ფირნიშები
Share |

გურჯაანის და დედოფლისწყაროს გამგეობებში 10 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 5 მარტამდე შეუძლიათ. თანამშრომლების მისაღებად 4 პოზიციაზე გამოცხადდა კონკურსი გურჯაანის გამგეობაშიც. რეგისტრაცია 6 მარტს დასრულდება.

დედოფლისწყაროს გამგეობაში ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში;

ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი;

საფინანსო - საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი;

ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურეობის და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;

ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურებთან კოორდინაციის საკითხებში;

ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ქ. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში.

ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 330–დან 980 ლარამდე მერყეობს.

გურჯაანის გამგეობაში კონკურსი გამოცხადდა შემდეგ ვაკანსიებზე:

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციულ ერთეულში;

გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში;

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გზების და ინფრასტრუქტურის საკითხებში;

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში.

ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 330–დან 970 ლარამდეა.

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს.

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.



სხვა ამბები

მეუფე პეტრე: პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს

„საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა. ის მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით იკითხება.

დაწვრილებით  

გერმანიის პოლიციამ ხალხში მანქანით შეჭრილი თავდამსხმელი დაჭრა

გერმანიის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაჭრა თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე ქალაქ ჰაიდელბერგის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეებს მანქანა დააჯახა. ინცინდენტის შედეგად 73 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
11:00-12:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 27 28
29