08:59:45

Share |

საინფორმაციო ცენტრების ქსელი იწვევს მოქალაქე რეპორტიორებს რეგიონებიდან

საინფორმაციო ცენტრების ქსელი „ზურგჩანთიანი ჟურნალისტების“ პროექტის ფარგლებში სათანამშრომლოდ იწვევს მოქალაქე – რეპორტიორებს საქართველოს რეგიონებიდან. პროექტი ხორციელდება ამერიკული ორგანიზაციის „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.

სამუშაო აღწერილობა - საინტერესო და/ან აქტუალურ საკითხებზე ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი);

მოთხოვნები: ასაკი 18 წლის ზემოთ; კომპიუტერული პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; ახალ მედიაში რეპორტიორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია); დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია; ენთუზიაზმი.

მუშაობის დაწყებამდე შერჩეული პირები გაივლიან ერთკვირიან ინტენსიურ სტაჟირებას საინფორმაციო ცენტრების ქსელის მულტიმედია ნიუსრუმში (კახეთში) და მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალების პრაქტიკულ ტრენინგებში.

სტაჟირების პერიოდში რეგიონებიდან მგზავრობის, ცხოვრების, კვების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

მოქალაქე – რეპორტიორები მიიღებენ ჰონორარს მათ მიერ მომზადებული მასალების მიხედვით. ამასთან, საინფორმაციო ცენტრების ქსელი წარმატებულებს რეკომენდაციას გაუწევს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში დაგეგმილ ტრენინგებში, სტაჟირების და სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 2015 წლის 15 ნოემბერი; დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვისა, დასახელებაში მიუთითონ პოზიცია – მოქალაქე რეპორტიორი) მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია დარეკოთ 16 100–ზე (კოდის გარეშე, ზარი უფასოა) ყოველდღე, 09:00–დან 18:00 საათამდე შაბათ – კვირის გარდა.

პროექტის „ზურგჩანთიანი ჟურნალისტების ქსელი“ მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი მედიის განვითარებას საქართველოს რეგიონებში. პროექტის ამოცანებია: საქართველოში მოქალაქე – რეპორტიორების ქსელის შექმნა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება; ახალი მედიის საშუალებებით ობიექტური და მრავალფეროვანი შინაარსის მქონე პროდუქციის შექმნა და გავრცელება; ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია.



ფირნიშები

სხვა ამბები

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

დაწვრილებით  

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

7 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას, იესო ქრისტეს შობდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30