04:11:45

ფირნიშები
Share |

საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს - ტელეოპერატორი, რეპორტიორი, პროდიუსერი

საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს კახეთის ოფისში ტელეოპერატორის, რეპორტიორის და პროდიუსერის პოზიციებზე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 ნოემბერი. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვაკანსიები ცხადდება, ხორციელდება ამერიკული ორგანიზაციის „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.

ტელეოპერატორის სამუშაო აღწერილობა: ახდენს ვიდეომასალების გადაღებას, გადაცემის ჩაწერას სტუდიაში ან სხვა ადგილებში საჭიროებისამებრ; ამზადებს სტუდიას, აპარატურას და განათებას სტუდიური ჩაწერებისთვის; მონაწილეობს გადაღებული მასალის დამონტაჟებაში, საჭიროების შემთხვევაში თავად ამონტაჟებს; დამონტაჟებულ მასალებს ტვირთავს ვებ-გვერდზე;

მოთხოვნები: საცხოვრებელი ადგილი – გურჯაანი ან ახლოს მდებარე სოფლები; მანქანის მართვის მოწმობა – B კატეგორია; ასაკი – 18 წელს ზემოთ; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; დეტალებზე ორიენტირების უნარი;

შერჩეული პირები საჭიროების შემთხვევაში გაივლიან ერთთვიან პრაქტიკულ სწავლებას;



რეპორტიორის სამუშაო აღწერილობა - ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; აქტუალურ საკითხებზე ვიდეო, ფოტო და ტექსტური მასალების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი);

მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; ახალ მედიაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  სამოტივაციო წერილის გარეშე განცხადება არ განიხილება.



პროდიუსერის სამუშაო აღწერილობა - ყოველდღიურად სხვადასხვა საკითხების ან გეოგრაფიული ზონის მიხედვით ახალი ამბებისა და თემატური მასალების შესახებ ინფორმაციის მოძიება; მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და განხორციელება; რეპორტიორებისთვის ყოველდღიური და ყოველკვირეული დავალებების მიცემა; ინფორმაციის სხვა წყაროებთან მუშაობა;

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა [ჩაითვლება უპირატესობად]; ახალ მედიაში მუშაობის გამოცდილება [სასურველია]; ახალი ამბების მნიშვნელობის განსაზღვრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი, უკონფლიქტო, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV (ავტობიოგრაფია) მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის, მცხეთა – მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრებს, ასევე საინფორმაციო ცენტრს 16 100.



სხვა ამბები

UrbanX - ბორბალი, რომელიც ნებისმიერ ველოსიპედს ელექტრონულად გარდაქმნის [Video]

სატერფულიანი ტიპის ველოსიპედის ელექტრო ველოსიპედად გარდაქმნა ამჯერად სავსებით შესაძლებელია ახალი ტიპის ბორბლებით, რომელიც სტარტაპ UrbanX-ის მიერაა წარმოდგენილი და საკმაოდ მარტივი, პრაქტიკული და იაფი საშუალებაა. დაწვრილებით  

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
08:00-12:00
Clear skyfrom southwest7°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30