17:37:46

ფირნიშები
Share |

ვაკანსია ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

საინფორმაციო ცენტრი 16 100 აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი – გურჯაანი; ანაზღაურება 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). განცხადებები მიიღება 19 ივნისის ჩათვლით.

ქოლცენტრის ოპერატორის მოვალეობები: მისთვის დავალებული საკითხის ან გეოგრაფიული ზონის მიხედვით იძიებს, ამოწმებს, არედაქტირებს და ქოლ–ცენტრის მენეჯერთან შეთანხმებით ბაზაში შეაქვს საინფორმაციო ცენტრისთვის საჭირო ინფორმაცია; უნდა შეძლოს ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ისე, რომ არ იყოს საჭირო მასალის მნიშვნელოვნად გადაკეთება; ოპერატორის მიერ მომზადებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს, იყოს ფაქტობრივი და სრული; ანგარიშვალდებულია ქოლცენტრის მენეჯერის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების (MS word, MS excel, MS outlook) კარგი ცოდნა და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; გამართული მეტყველება; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა  (ჩამოტვირთეთ აქედან) და გამოგზავნეთ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს წერილის სათაურში მიუთითეთ – Operator.

შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მოსაწვევად დაუკავშირდებიან 22 ივნისის ჩათვლით. მუშაობის დაწყებამდე განმცხადებელი გაივლის ერთკვირიან სტაჟირებას და სამუშაოდ აყვანის შემთხვევაში მიიღებს მინიმუმ 16 თვიან კონტრაქტს. 

სხვა ამბები

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენებას, დღეს მისცემს. მატროსოვის ციხეში მას მთავარი საგამოძიებო უწყების და საქმის პროკურორი დაკითხავს. დაწვრილებით  

თუშეთში ვერტმფრენი კვირაში ერთხელ იფრენს [Video]

პრემიერ-მინისტრის დავალებით, თუშეთის სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ სასაზღვრო ვერტმფრენი იფრენს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე ვერტმფრენი მესაზღვრეებთან ერთად ადგილობრივებს მოემსახურება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northwest21°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30