13:52:23

ფირნიშები
Share |

კახეთის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს

კახეთის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს ახალი ამბების ჟურნალისტის ტელეოპერატორის, ვებგვერდის ადმინისტრატორის პოზიციებზე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 მაისი.

რეპორტიორის სამუშაო აღწერილობა -  ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; აქტუალურ საკითხებზე ვიდეო, ფოტო და ტექსტური მასალების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი);

მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება; კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა; ახალ მედიაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;

 -------------------------------

ტელეოპერატორის სამუშაო აღწერილობა: ახდენს ვიდეომასალების გადაღებას, გადაცემის ჩაწერას სტუდიაში ან სხვა ადგილებში საჭიროებისამებრ; ამზადებს სტუდიას, აპარატურას და განათებას სტუდიური ჩაწერებისთვის; მონაწილეობს გადაღებული მასალის დამონტაჟებაში, საჭიროების შემთხვევაში თავად ამონტაჟებს; დამონტაჟებულ მასალებს ტვირთავს ვებ-გვერდზე;

მოთხოვნები: ტელეოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); შესაბამისი ტექნიკური განათლება (სასურველია); ვიდეომონტაჟის ცოდნა (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; დეტალებზე ორიენტირების უნარი; ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

ამასთან, გამოცდილების არქონის შემთხვევაში, კახეთის საინფორმაციო ცენტრი მზად არის შერჩეულ პირს თავად შეასწავლოს გადაღება, სამონტაჟო და სხვა აუცილებელი პროგრამები. ეს პერიოდი (1 ან 2 თვე) ითვლება სტაჟირებად და არ არის ანაზღაურებადი.

------------------------------- 

ვებგვერდის ადმინისტრატორის სამუშაო აღწერილობა: ვებგვერდის შესაბამისი რუბრიკებისთვის ინფორმაციის მოძიება, ატვირთვა და განახლება; მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემა; Facebook–ის გვერდის ადმინისტრირება;

მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა; უმაღლესი ან პროფესიული განათლება [სასურველია]; მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა [ჩამოტვირთეთ აქედან] და გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

დასახელებაში მიუთითეთ თანამდებობის სათაური. გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

სხვა ამბები

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა. დაწვრილებით  

ზოგიერთ დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება ისეთ დარღვევებს შეეხება, როგორიცაა - სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან მანქანის იმ პირისთვის გადაცემა, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31