22:01:42

ფირნიშები
Share |

ტელეოპერატორის ვაკანსია საქმის შესწავლით – თელავი

საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ტელეოპერატორის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნები: საცხოვრებელი ადგილი – თელავი; მართვის მოწმობა B კატეგორია; მანქანის მართვის გამოცდილება; ასაკი 20–დან 35 წლის ჩათვლით.

სხვა მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; დეტალებზე ორიენტირების უნარი; ტელეოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); შესაბამისი ტექნიკური განათლება (სასურველია);ვიდეო მონტაჟის ცოდნა (სასურველია); ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

შერჩეულ ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი ერთ თვეში შეასწავლის ვიდეოწარმოებას (გადაღება, მონტაჟი და სხვა);

მოვალეობები: ახდენს ვიდეომასალების გადაღებას, გადაცემის ჩაწერას სტუდიაში ან სხვა ადგილებში საჭიროებისამებრ; ამზადებს სტუდიას, აპარატურას და განათებას სტუდიური ჩაწერებისთვის; მონაწილეობს გადაღებული მასალის დამონტაჟებაში, საჭიროების შემთხვევაში თავად ამონტაჟებს; დამონტაჟებულ მასალებს ტვირთავს ვებ-გვერდზე;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა და 10 თებერვლის ჩათვლით გამოგზავნონ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ანკეტა ჩამოტვირთეთ აქედანვე (ნახეთ ზემოთ მიბმული ფაილი). 13 თებერვლამდე დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის (www.ick.ge), მცხეთა – მთიანეთის (www.icmm.ge), ქვემო ქართლის (www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებს და საინფორმაციო ცენტრს 16 100 (www.16100.ge);

2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო ცენტრების ქსელს განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

2014 წელს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა [www.ick.ge] ნომინაციაში ყველაზე ინფორმაციული სააგენტო „ევროკავშირის პრიზი“ მიიღო.

 

სხვა ამბები

სოფელი შილდა და პორტუგალიური სოფელი კუბა დამეგობრდნენ

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კახეთში პორტუგალიის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას შორის. მემორანდუმი ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ეხება.

დაწვრილებით  

ბოდბის წმინდა გიორგის ტაძარში ხატებს რესტავრაცია ჩაუტარდა [Photos]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოდბეში, წმინდა გიორგის ტაძარში არსებული ხატების რესტავრაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, აღდგა ფერწერული ხატები, იკონოსტასს მოცილდა ბრინჯაოს საღებავი, შეივსო და დაიფარა კანკელის დაკარგული ადგილები და მოხდა კანკელის მერქნის დეზინსექცია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
02:00-06:00
Partly cloudyNNW3°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north7°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast4°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom east7°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28