08:58:09

Share |

საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს თბილისსა და რეგიონებში

საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს სტაბილური ანაზღაურებით სხვადასხვა პოზიციაზე კახეთის, მცხეთა - მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებსა და თბილისში. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 იანვარი.

კახეთი: პროდიუსერი [1 ვაკანსია]; ჟურნალისტი [2 ვაკანსია]; ტელეოპერატორი [1 ვაკანსია]; მარკეტინგის მენეჯერი [1 ვაკანსია]; მძღოლი [1 ვაკანსია]; ქოლცენტრის ოპერატორი [2 ვაკანსია];

მცხეთა - მთიანეთი: ჟურნალისტი [2 ვაკანსია] მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის ან თიანეთის რაიონებში;

ქვემო ქართლი: ჟურნალისტი [2 ვაკანსია] ქალაქი რუსთავი, მარნეულის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, ბოლნისის ან დმანისის რაიონებში;

თბილისი: გაყიდვების მენეჯერი [1 ვაკანსია]; ჟურნალისტი [2 ვაკანსია];

პროდიუსერის სამუშაო აღწერილობა:  გასაშუქებელი თემების მოპოვება და დამუშავება; გადაცემის სცენარის შედგენა; რესპოდენტებთან მოლაპარაკებების წარმოება; მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მედიაში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი); მედიაპროდუქციის წარმოების გამოცდილება; ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; გამართული მეტყველების უნარი; კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჟურნალისტის სამუშაო აღწერილობა -  ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; აქტუალურ საკითხებზე ვიდეო და ფოტო მასალების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი); მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა; ახალ მედიაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია; ენთუზიაზმი.

ტელეოპერატორის სამუშაო აღწერილობა: ამზადებს სტუდიას, აპარატურას და განათებას სტუდიური ჩაწერებისთვის; ახდენს გადაცემის ჩაწერას სტუდიაში ან სხვა ადგილებში საჭიროებისამებრ; მონაწილეობს ჩაწერილი მასალის დამონტაჟებაში, საჭიროების შემთხვევაში თავად ამონტაჟებს; დამონტაჟებულ მასალებს ტვირთავს ვებ-გვერდზე; მოთხოვნები: ტელეოპერატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი (სასურველია); შესაბამისი ტექნიკური განათლება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვიდეო მონტაჟის ცოდნა (სასურველია); ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

მარკეტინგის მენეჯერის სამუშაო აღწერილობა: მარკეტინგული აქტივობების გეგმის შემუშავება და შესრულება; სარეკლამო ღონისძიებების დაგეგმვა; პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება; სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სხვადასხვა მასალის შემუშავება; გაყიდვების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა; აქტივობების ანალიზი; ხელმძღვანელობისთვის საპრეზენტაციო და წერილობითი ანგარიშების მომზადება; მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; გამართული მეტყველება; კომუნიკაბელურობა; კრეატიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ქოლცენტრის ოპერატორის სამუშაო აღწერილობა: დავალებული საკითხის ან გეოგრაფიული ზონის მიხედვით იძიებს, ამოწმებს, არედაქტირებს და ქოლ–ცენტრის მენეჯერთან შეთანხმებით ბაზაში შეაქვს საინფორმაციო ცენტრისთვის საჭირო ინფორმაცია; უნდა შეძლოს ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ისე, რომ არ იყოს საჭირო მასალის მნიშვნელოვნად გადაკეთება; ოპერატორის მიერ მომზადებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს, იყოს ფაქტობრივი და სრული; მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების (MS word, MS excel, Internet) კარგი ცოდნა და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; გამართული მეტყველება; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

გაყიდვების მენეჯერის სამუშაო აღწერილობა: საინფორმაციო ცენტრების ქსელის პროდუქტების გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულება; კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება; შეხვედრების და სარეკლამო პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა; კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელეკრულების გაფორმება; მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, დროის მართვის კარგი უნარი, უკონფლიქტო, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მძღოლის სამუშაო აღწერილობა: უზრუნველყოფს საინფორმაციო ცენტრების ქსელის თანამშრომლების ტრანსპორტირებას ორგანიზაციის კუთვნილი მანქანით - სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მოქმედებს არანორმირებული სამუშაო დრო; მოთხოვნები: ასაკი არანაკლებ 20 და არაუმეტეს 35 წლისა; მართვის მოწმობა - B კატეგორია; მანქანის მართვის გამოცდლილება არანაკლებ 1 წელი (სავალდებულოა);

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ ამ მისამართიდან: http://www.16100.ge/?page=view&sub_page=vacancies&vac_id=1126 ) და გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს დასახელებაში მიუთითეთ თანამდებობის სათაური. გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს 14 იანვრამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია დარეკოთ: 596 16 10 00 [10:00-დან 20:00 საათამდე]

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის (www.ick.ge), მცხეთა – მთიანეთის (www.icmm.ge), ქვემო ქართლის (www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებს და საინფორმაციო ცენტრს 16 100 (www.16100.ge);

2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო ცენტრების ქსელს განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

2014 წელს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა [www.ick.ge] ნომინაციაში ყველაზე ინფორმაციული სააგენტო „ევროკავშირის პრიზი“ მიიღო.

 

ფირნიშები

სხვა ამბები

მცირე ოდენობით კანაფისა და მარიხუანის შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდება

ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციის მიზნით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. 

დაწვრილებით  

თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობების ახლოს მოაწყო. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31