04:43:18

ფირნიშები
Share |

7 მაისს კახეთში მსოფლიო რბენა მეოთხედ გაიმართება

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება.

მონაწილეების რეგისტრაცია 2017 წლის 20 მარტიდან 4 მაისამდე მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი.

მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check-in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: წყალი „ბაკურიანი“და East Point - შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი. ცხელი ხაზი: 577 56 11 00



სხვა ამბები

სამგორის გამგეობამ ეკლესიაში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს.

დაწვრილებით  

ქართველი ოფიცერი დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30