10:00:36

ფირნიშები
Share |

7 მაისს კახეთში მსოფლიო რბენა მეოთხედ გაიმართება

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება.

მონაწილეების რეგისტრაცია 2017 წლის 20 მარტიდან 4 მაისამდე მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი.

მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check-in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: წყალი „ბაკურიანი“და East Point - შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი. ცხელი ხაზი: 577 56 11 00



სხვა ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. დაწვრილებით  

რუსეთში სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეცხრე პირი დააკავეს

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთანაა კავშირში. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი ოდინცოვოს რაიონში დაკავებული, 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი გაწვრთნა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
14:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30