17:21:13

ფირნიშები
Share |

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი კიევის „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდმა მოიგო

ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებული კიევის „დინამოს“ 16-წლამდელთა გუნდი გახდა. ფინალურ მატჩში კიეველებმა პენალტების სერიაში ჰოლანდიურ კლუბ „ალკმაარის“ თანატოლებს სძლიეს და თასიც მოიპოვეს.

თბილისის „დინამო არენაზე“ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში ალკმაარელთა კაპიტანმა ბიბეროღლუმ ტექნიკური დარტყმით გახსნა ანგარიში, მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი კიეველთა ლიდერმა ნადოლსკიმ გაათანაბრა. პენალტების სერიაში თავიდან ორ-ორი დარტყმა ზუსტად შეასრულეს გუნდებმა, შემდეგ კი ჰოლანდიელებმა ზედიზედ ორი პენალტი გააფჭეს - ჯერ ხარიხას მოარტყეს, მერე კი ააცილეს. აღსანიშნავია, რომ კიევის „დინამო“ და „ალკმაარი“ ქვეჯგუფში ერთად იყვნენ - პირველ ტურში „დინამომ“ 2:0 სძლია „ალკმაარს“.

ტურნირზე სულ რვა გუნდი მონაწილეობდა: თბილისის „დინამო“, ზაგრების „დინამო“, კიევის „დინამო“, მილანის „ინტერი“, „გენტი“, „გაბალა“, „ტრაბზონსპორი“ და „ალკმაარი“. მასპინძელი თბილისის „დინამო“, რომელმაც გასული წლის ტურნირზე ფინალი „ალკმაართან“ წააგო, ამჯერად მეშვიდე ადგილზე გავიდა.

დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიტალი დარასელია უმცროსმა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ვარსკვლავებმა: ალექსანდრე ჩივაძემ, ვლადიმერ გუცაევმა, ოთარ გაბელიამ და გრიგოლ ცაავამ.

საუკეთესო ფეხბურთელი - ზავგოროდნი (დინამო კიევი)

ბომბარდირი - ნადოლსკი (დინამო კიევი) - 5 გოლი

საუკეთესო მეკარე - მორგუნი (დინამო კიევი)

საუკეთესო მცველი - ბეკერსი (ალკმაარი)

საუკეთესო გოლის ავტორი - მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)

აღმოჩენა - ნოვინჩანოვი (გენტი)



სხვა ამბები

პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 93 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დაწვრილებით  

31 მარტს ყვარლის და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 31მარტს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30