00:06:56

ფირნიშები
Share |

ზაზა ფაჩულიამ პლეი-ოფის ბოლო მატჩში 11 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ პორტლენდის „ტრეილბლეიზერსს“ პლეი-ოფში სერიის მეოთხე მატჩიც მოუგო და შემდეგ წრეში იოლად გავიდა. აღნიშნული შეხვედრა ქართველი კალათბურთელისთვის სერიაში საუკეთესო გამოდგა.

ფაჩულიამ თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და სამიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. ფაჩულია ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

რაც შეეხება მატჩს, ის სტუმართათვის საკმაოდ იოლი გამოდგა. პირველი პერიოდის 45:22 მოგების შემდეგ ოკლენდელებმა მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. ფაჩულიას კალიფორნიულმა კლუბმა 128:103 იმარჯვა და პლეი-ოფის მეორე წრეში, ანუ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა. „გოლდენ სტეიტს“ მომავალი ბრძოლისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვს, ფაჩულიას გუნდი ლოს ანჯელესის „კლიპერსსა“ და „იუტა ჯაზს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.



სხვა ამბები

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგულ მწყემს ცოლ-ქმარს მეთვრამეტე დღეა ეძებენ

დედოფლისწყაროში მეთვრამეტე დღეა ფერმიდან დაკარგულ მწყემსებს უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმის მეპატრონემ, ზურა მასურაშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, მისთვის უცნობმა პირებმა ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ფერმის თანამშრომლები მომხდარიდან მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს დაკითხეს.

დაწვრილებით  

რეგიონული განვითარების სამინისტრო - დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობაა დაწყებული. ამის შესახებ სამიმინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
04:00-06:00
Clear skyfrom west-southwest11°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30