16:52:56

ფირნიშები
Share |

ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში საუკეთესოდ აღიარეს

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე 2016-2017 წლების პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაასახელა.

პირადი ტიტულისთვის ბრძოლაში 26 წლის ფრანგმა შუახაზელმა თანაგუნდელ ედენ აზარს, „არსენალელ“ ალექსის სანჩესს, „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს, „ევერტონის“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნ’გოლო კანტე ამავე წოდებისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა, როდესაც იმ დროს „ლესტერ სიტიში“ მისივე თანაგუნდელი რიად მაჰრეზი აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად.

პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოვლინდა - „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ 21 წლის ნახევარმცველმა დელე ალიმ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.



სხვა ამბები

თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობების ახლოს მოაწყო. დაწვრილებით  

ერთ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა და 1400-მდე პირი დაშავდა

2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400-მდე პირმა მიიღო, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 19.09.17
21:00-00:00
Clear skyfrom south-southwest22°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 20.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 21.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30