04:35:03

ფირნიშები
Share |

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა თავი მოიკლა

ჩეხეთის ეორვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „გაზიანთეფსპორის“ მცველმა ფრანტიშეკ რაიტორალმა თავი მოიკლა. ფეხბურთელის სუიციდის შესახებ ინფორმაცია თურქული გუნდის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰალილ ქიზილმა დაადასტურა, თუმცა მისივე თქმით თვითმკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია.

„სამწუხაროდ, სუიციდის ამბავი სიმართლეა. როგორც ვიცით, მას პრობლემები არ ჰქონდა და რატომ ჩაიდინა ასეთი რამ, არ ვიცით“, - აღნიშნა ქიზილმა.

რაიტორალი 23 აპრილის დილას გუნდის ვარჯიშზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ქალაქ გაზიანთეფში მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, მას შემდეგ, რაც იგი ახლობლების ზარებს არ პასუხობდა, სახლი კი შინიდან იყო ჩაკეტილი. ფეხბურთელმა თავი ჩამოიხრჩო.

ფრანტიშეკ რაიტორალი 31 წლის იყო და თურქულ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. მანამდე იგი ჩეხეთში - „პრჟიბრამში“, ოსტრავას „ბანიკსა“ და „პლზენში“ თამაშობდა, ნახევარი სეზონი კი 2014 წელს იჯარით გერმანულ „ჰანოვერში“ დაჰყო.

ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში რაიტორალს 2012 წლიდან 14 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.



სხვა ამბები

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

დაწვრილებით  

ტყიბულში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაროში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom east-northeast24°C1.4m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east30°C2.3m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast31°C1.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30