00:07:22

ფირნიშები
Share |

ლევან მჭედლიძემ „მილანს“ გოლი სტუმრად გამარჯვებისას გაუტანა [Video]

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. მილანის ლეგენდარულ სტადიონ „სან სიროზე“ გამართულ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში ანგარიში ქართველმა ფორვარდმა გახსნა, მისმა გუნდმა კი სახელოვანი მეტოქე „მილანი“ სტუმრად დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა ორთვიანი იძულებითი პაუზისა და შესაბამისად, უგულო სერიის შემდეგ შეძლო „მილანის“ კარის დალაშქვრა: შეხვედრის მე-40 წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და ქართველმა ფორვარდმა ყველას დაასწრო - ახლო მანძილიდან თავით დარტყმულს „როსონერის“ ნიჭიერი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ვერ გაუმკლავდა - 0:1.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


მჭედლიძემ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 6 გოლი გაიტანა და „ემპოლის“ საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „სან სიროზე“ მჭედლიძეს „ინტერის“ კარში დუბლი აქვს შესრულებული.

უშუალოდ მატჩი „ემპოლიმ“ 2:1 მოიგო და მოპოვებული სამი ქულით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა: 33 ტურის შემდეგ ტოსკანელებმა 29 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდნენ.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელისთვის „მილანთან“ შეხვედრა მაინც უიღბლოდ დასრულდა - 52-ე წუთზე შეჯახებისას დაშავდა და მოედანი ნაადრევად, საკაცით დატოვა. ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია.



მსგავსი სტატიები:

ლევან მჭედლიძის მორიგმა გოლმა მის გუნდს გამარჯვება მოუტანა

ლევან მჭედლიძემ კვლავ გაიტანა და ბოლო შეხვედრებში ასპროცენტიანი შედეგი აქვს


სხვა ამბები

პატრიარქი - წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს საკუთარმა შვილმა უღალატა

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება.

დაწვრილებით  

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს

ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურში იპოვეს. ამ დროისთვის, ადგილზე მაშველები კვლავ მუშაობენ და ცხედრის ამოსვენების შემდეგ, მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
04:00-06:00
Clear skyfrom west-southwest11°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30