09:13:15

ფირნიშები
Share |

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 9-გზის ჩემპიონია. ვარშავაში გამართული ევროპის გუნდური პირველობა, წინა დღეს დასრულებული ინდივიდუალური პირველობის მსგავსად, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს.

ფინალი ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ) და ანზაურ არდანოვის დაპირისპირებით დაიწყო და მარგველაშვილმა იპონით გახსნა ანგარიში. 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი უალი კურჟევს დაეჭიდა და ბეჭებზე დავარდნით დამარცხდა. შემდეგ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) სტანისლავ სემიონოვთან დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა და რუსეთი 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ბექა ღვინიაშვილმა მაგომედ მაგომედოვი ვაზარიზე დააგდო, შებოჭა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. წერტილი კი გურამ თუშიშვილმა დუსვა: ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა რენატ საიდოვი საფირმო კისრულით გააკრა ტატამს და საქართველოს გამარჯვება მოუტანა – 3:2.

შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილმა საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა. საწყის შეხვედრაში იტალია დაამარცხა – 4:1. ასეთივე ანგარიშით აჯობა სერბეთსაც, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში უკრაინას 3:2 მოუგო.



სხვა ამბები

პატრიარქის დაცვის 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, საპატრიარქოდან დაცვის სამი თანამშრომელი გაანთავისუფლეს. როგორც სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია. დაწვრილებით  

9 აპრილს ბზობის დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
13:00-18:00
Clear skyNNW14°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30