00:05:26

ფირნიშები
Share |

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე რიგით მე-18 ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ის პირველი ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე მე-11 ტურის შეხვედრაში რუს ნატალია პოგონინას შეხვდა და პარტია საყაიმო ანგარიშით დაასრულა, რის შემდეგაც ნანა ძაგნიძემ 8,5 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი ალექსანდრა გორიაჩკინა ნახევარი ქულით ჩამოიტოვა. 

ჩემპიონატზე გადამწყვეტი მე-10 ტური გამოდგა, რომელშიც ძაგნიძემ პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალექსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველი მოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ: ვერცხლი - სალომე მელია (2013 წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი); ბრინჯაო - მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001 წელი); სალომე მელია (2014 წელი).


სხვა ამბები

სადახლოსა და წითელ ხიდზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5 – 12 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, და „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 230 აბი  და 2,86 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

დაწვრილებით  

ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში გამგეობის წარმომადგენელი სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
04:00-06:00
Clear skyfrom west-southwest11°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22
24 25 26 27 28 29 30