12:13:23

ფირნიშები
Share |

პორტლენდთან გამარჯვებაში ზაზა ფაჩულია თავის გუნდს 10 ქულით დაეხმარა

NBA-ში ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში შინ პორტლენდის „ტრეილბლეიზერსი“ ამჯერად 110:81 დაამარცხა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „გოლდენ სტეიტმა“ პირველი პერიოდი 33:17 მოიგო, რის შემდეგაც სტუმარი პორტლენდლები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ.

პლეი-ოფის სერიას „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 2:0-ს იგებს, ორ გუნდს შორის მომდევნო შეხვედრა კი პორტლენდში 23 აპრილს გაიმართება.



სხვა ამბები

სირიაში ავიადაბომბვის შედეგად მეჩეთში 42 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ავიაიერიშისას მეჩეთი დაიბომბა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიში ალეპოს პროვინცია ალ ჯინეში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. გარდაცვლილების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს.

დაწვრილებით  

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა კიდევ 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი 353-ე პრიმა მუხლით და 225-ე მუხლით. რაც მასობრივ არეულობას პოლიციელზე ან სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
16:00-18:00
Clear skyfrom east-southeast15°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30