22:07:32

ფირნიშები
Share |

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ხუთი ტურის შემდეგ ლიგა 3-ის ლიდერია

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. წითელ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. ხუთი განვლილი მატჩის შემდეგ თელავურ კლუბს 4 მოგება, 1 ფრე და 13 ქულა აქვს.

უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ ფირუზ მარაქველიძისა და გიორგი ნიქაბაძის გოლებით მარნეულის „ალგეთი“ თბილისში 2:1 დაამარცხა და ვიდრე მე-5 ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მომდევნო მატჩს „თელავი“ 2 მაისს თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „მარკ სტარსთან“ გამართავს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა და ათგუნდიან გათამაშებაში „თელავის“ მთავარ კონკურენტს წარმოადგენს.



სხვა ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით ონის გამგეობის განათლებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს. დაწვრილებით  

22 მარტს ახმეტის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 22 მარტს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების, ასევე ქალაქ ახმეტის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30