13:08:52

Share |

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ხუთი ტურის შემდეგ ლიგა 3-ის ლიდერია

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. წითელ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. ხუთი განვლილი მატჩის შემდეგ თელავურ კლუბს 4 მოგება, 1 ფრე და 13 ქულა აქვს.

უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ ფირუზ მარაქველიძისა და გიორგი ნიქაბაძის გოლებით მარნეულის „ალგეთი“ თბილისში 2:1 დაამარცხა და ვიდრე მე-5 ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მომდევნო მატჩს „თელავი“ 2 მაისს თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „მარკ სტარსთან“ გამართავს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა და ათგუნდიან გათამაშებაში „თელავის“ მთავარ კონკურენტს წარმოადგენს.



ფირნიშები

სხვა ამბები

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა კიდევ 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი 353-ე პრიმა მუხლით და 225-ე მუხლით. რაც მასობრივ არეულობას პოლიციელზე ან სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დაწვრილებით  

IRI-ის კვლევით რესპონდენტთა 47% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 47% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. კერძოდ, კითხვაზე „რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად“ გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
17:00-18:00
Cloudyfrom northwest14°C3.0m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30