09:54:44

ფირნიშები
Share |

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალისტი გუნდები გამოვლინდა

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა და ოთხი ნახევარფინალისტი გუნდი გამოვლინდა. საკმაოდ დაძაბულ, საინტერესო და დრამატულ მატჩებში დამატებითი დროების დანიშვნა გახდა საჭირო.

საყოველთაო მოსაზრებით, სტუმრად ბრიუსელში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გაუჭირდებოდა და „ანდერლეხტის“ ბარიერს იოლად დაძლევდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ბელგიის ჩემპიონატის ლიდერს ძირითად დროში ვერაფერი დააკლეს. მე-10 წუთზე ჰენრიხ მახითარიანმა „წითელი ეშმაკები“ წინ გაიყვანა, თუმცა მალევე „ანდერლეხტი“ გამოცოცხლდა, ანგარიში გაათანაბრა და თამაშმაც ორმხრივ მომენტებში განვლო. მასპინძელმა მანჩესტერელებმა სტუმარი გუნდი დამატებით დროში გატეხეს - ახალგაზრდა მარკუს რეშფორდმა ეფექტური გოლი 107-ე წუთზე გაიტანა. „ანდერლეხტი“ შეეცადა გათანაბრებას, თუმცა ვეღარაფერი შეძლო და 1:2 დამარცხდა.

პირველ წრეში „ამსტერდამ არენაზე“ ორბურთიანი მარცხის შემდეგ გელზენკირხენის „შალკე 04“ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გერმანელებმა შინ ბოლომდე იბრძოლეს და 56-ე წუთისთვის 2:0 დააფიქსირეს. მე-80 წუთზე ჰოლანდიელი ჯოელ ველტმანის გაძევების შემდეგ სტუმარი ამსტერდამის „აიაქსი“ კაცნაკლული დარჩა და უკვე თავად აღმოჩნდა ურთულეს მდგომარეობაში. „შალკეს“ სულ ცოტა დააკლდა, რომ ყველაფერი ძირითად დროში დაესრულებინა, მაგრამ კომპენსირებულ წუთებზე კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესს მეკარე ანდრე ონანამ საოცარი ბურთი აუღო და „აიაქსი“ გავარდნისგან იხსნა. დამატებითი დრო ცხადია კვლავ მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და გერმანული კლუბი წინ გავიდა - 3:0, თუმცა 10-კაციანი „აიაქსი“ არ დანებდა და ჯერ 111-ე წუთზე ნიკ ვირგევერმა გაიტანა საჭირო გოლი, ხოლო ბოლო 120-ე წუთზე შეტევაში წასული გელზენკირხენელები პეტერ ბოსის გუნდმა მეორედ დასაჯა და ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანი გუნდი 1/2-ფინალში გავიდა.

სტამობლის „ბეშიქთაშისა“ და ლიონის „ოლიმპიკის“ დაპირისპირებაში დამატებითი დროის გარდა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. ძირითად დროში მასპინძელთაგან დუბლი ანდერსონ ტალისკამ გაიფორმა, ხოლო ფრანგებისგან ერთი ბურთი ალექსანდრ ლაკაზეტმა შეაგდო. რადგანაც ორ გუნდს შორის ორივე მატჩი ანალოგიური ანგარიშით (2:1) დასრულდა, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, პენალტების სერიაში კი ზუსტი სტუმარი ფრანგული კლუბი აღმოჩნდა და თერთმეტმეტრიანების სერია 7:6 მოიგო.

ტურნირს გამოეთიშა მეორე ბელგიური კლუბიც. „გენკმა“ წინა კვირას ესპანეთის ქალაქ ვიგოში „სელტასთან“ კარგად იბრძოლა და 2:3 წააგო, რის გამოც განმეორებითი მატჩისთვის იმედიანად იყო, თუმცა შინ გამარჯვება ვერ შეძლო და ფრედ 1:1 ითამაშა

ამრიგად, ოთხ საფეხბურთო კლუბს (მანჩესტერ იუნაიტედი, აიაქსი, სელტა, ლიონი) დღეს UEFA-ს შტაბბინაში კენჭისყრით ერთმანეთთან დააწყვილებენ. ნახევარფინალური მატჩები კი 4 და 11 მაისს გაიმართება.



სხვა ამბები

დუშეთის საკრებულომ ყოფილ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დგნალში მდებარე 15 000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 4 შენობა-ნაგებობა გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებში მითითებულია, რომ უძრავი ქონება სახელმწიფოს მიერ იქნა პრივატიზებული, თუმცა სინამდვილეში იგი ყოფილმა მინისტრმა დუშეთის საკრებულოსგან საკუთრების უფლების აღიარების გზით მიიღო. ამ მიწის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე ჭიკაიძემ ქონებრივ დეკლარაციაში არ შეიტანა. დაწვრილებით  

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 27.76 ქულით წინა წლის მსგავსად 64-ე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30