12:11:19

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი გუნდი ცნობილია [Photos]

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ბოლო ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ბარსელონა-იუვენტუსისა და მონაკო-დორტმუნდის მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

ურთულესი ამოცანის წინაშე მყოფმა კატალონიის „ბარსელონამ“ ტურინის „იუვენტუსის“ დამარცხება ვერ შეძლო. იტალიის ჩემპიონი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში თავს ბრწყინვალედ იცავდა და კატალონიელთა ნაქებ შემტევ ხაზს გოლის გატანის საშუალებას არ აძლევდა. ლუის ენრიკეს გუნდს სათამაშო უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობით ჰქონდა, რეალური საგოლე მომენტის შექმნა კი საერთოდ უჭირდა. კატალონიელებმა 90 წუთის მანძილზე მხოლოდ კარის მიმართულებით დარტყმა მოახერხეს, ზუსტად კარში კი - ვერცერთის. ამრიგად, სათამაშო რგოლებში პრობლემების მქონე „ბარსელონამ“ არათუ სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა, „იუვენტუსთან“ ორბურთიან დუელში საერთოდ გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს, სრულიად დამსახურებულად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში.

პარალელურად მიმდინარე მატჩში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა „მონაკომ“ კვლავ სამი გოლი გაუტანა დორტმუნდის „ბორუსიას“. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და „იუვენტუსის“ მსგავსად მიმდინარე სეზონში ყველა იმ ტურნირის (ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი) მოგების შანსი გააჩნია, რომელშიც მონაწილეობს. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა - მონეგასკები 18 წლის კილიან მბაპემ დააწინაურა. თინეიჯერი ტალანტი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროთასების პლეი-ოფის პირველ ოთხ შეხვედრაში შეძლო გოლების გატანა: კილიან მბაპემ „მანჩესტერ სიტისა“ და „ბორუსიას“ ოთხივე შეხვედრაში გაუტანა გოლები. შემტევი მონაკოელები არ გაჩერებულან და მალევე მეორეც გაიტანეს - ტომა ლემარის ჩაწოდებას გუნდის კაპიტან რადამელ ფალკაოს ეფექტური თავური დარტყმა მოჰყვა - კოლუმბიელმა ბომბარდირმა ევროთასებზე 50-ე მატჩში 45-ე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში დორტმუნდელებს იმედის ნაპერწკალი ჩაესახათ, როდესაც მარკო როისმა ერთი ბურთი გაქვითა. წინ თითქმის მთელი ტაიმი იყო და თომას ტუხელის გუნდიც გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ მატჩის მიწურულს კონტრშეტევა გაეპარა და ვალერ ჟერმენმა საბოლოო წერტილი დასვა - ფრანგი ფორვარდი მოედანზე სულ რაღაც 22 წამის შესული გახლდათ. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „მონაკომ“ 6:3 დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია“ და ნახევარფინალში თავის მეტოქეს დაელოდება.

ნახევარფინალში გასულ ოთხ კლუბს ერთმანეთთან კენჭისყრით დააწყვილებენ, რომელიც 21 აპრილს UEFA-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.



ამავე თემაზე:

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდა [Videos - Photos]

სხვა ამბები

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოიცემა

საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტას გამოუშვებს. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება. დაწვრილებით  

სამართალდამცავებმა 100 აბი სუბოქსინი ამოიღეს -შსს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 36 წლის მ.ს.,  ბათუმში დააკავეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Document is empty in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Start tag expected, '<' not found in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30