22:06:09

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდი გახდება ცნობილი

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ბოლო ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. ბარსელონა-იუვენტუსისა და მონაკო-დორტმუნდის მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ ურთულესი ამოცანის წინაშე კიდევ ერთხელ დგას - „პარი სენ-ჟერმენთან“ მერვედფინალის მსგავსად ლუის ენრიკეს გუნდს შინ „იუვენტუსთანაც“ სოლიდური სხვაობით მოგება სჭირდება რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეს. წინა მატჩში „ბარსელონას“ დისკვალიფიკაციის გამო წამყვანი ნახევარცმველი სერხიო ბუსკეტსი აკლდა, რომელიც დღეს ითამაშებს. ტრავმირებულნი არიან არდა თურანი, რაფინია და ალეიშ ვიდალი. რაც შეეხება „იუვენტუსს“ - ტურინელები მხოლოდ სათადარიგო მარკო პიაცას მოსაკლისებენ. შეხვედრას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის.

მიმდინარე სეზონის სენსაცია-გუნდი „მონაკო“ პირველი მატჩის სტუმრად მოგების შემდეგ საკმაოდ ახლოსაა ოთხეულში მოხვედრასთან. საფრანგეთის ჩემპიონატის შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლიდერ კლუბს არავინ აკლია, „ბორუსია“ კი მცველ მარკ ბარტრას მოისაკლისებს, რომელიც დორტმუნდში მომხდარი ინციდენტისას დაშავდა. მატჩის არბიტრი სლოვენიელი დამირ სკომინა იქნება.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



სხვა ამბები

სამგორის გამგეობამ ეკლესიაში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს.

დაწვრილებით  

ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული დიდ ოდენობით თანხების მითვისებაშია ეჭვმიტანილი

ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე თეიმურაზ ნიშნიანიძე, 4 მილიონი გრივნის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
03:00-06:00
Clear skyfrom west-northwest13°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30