09:52:13

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდა [Videos - Photos]

2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გუნდი გამოვლინდა. პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ოთხეულში ორი მადრიდული საფეხბურთო კლუბი მოხვდა.

ცენტრალური მატჩი მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა, სადაც პირველ შეხვედრაში სტუმრად გამარჯვებულმა „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. მატჩი ბავარიელებმა, რომელთა რიგებსაც ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი და წამყვანი მცველი მატს ჰუმელსი დაუბრუნდნენ, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველმა ტაიმმა უშეღავათო ბრძოლასა და ორმხრივ იერიშებში განვლო, იქმნებოდა საგოლე მომენტები და ლამაზი კომბინაციები. ანგარიში კი მეორე ნახევარში გაიხსნა - არიენ რობენის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი 51-ე წუთზე ლევანდოვსკიმ უნაკლოდ შეასრულა. მანამდე რობენს თითქმის 100%-იანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ „რეალის“ მარცხენა მცველმა მარსელომ ცარიელი კარიდან ბურთი თავით გამოიტანა. მასპინძელმა მადრიდელებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს, როდესაც კაზემიროს გადაცემიდან კრისტიანო რონალდომ თავით გაიტანა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდის სიხარულმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა - სერხიო რამოსმა კურიოზული ავტოგოლი მიითვალა და სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ. მატჩის მიწურულს უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი შეცდა და სრულიად უდანაშაულო არტურო ვიდალი მოედნიდან გააძევა. „ბაიერნმა“ შეხვედრა მაინც მოიგო, თანაც იგივე ანგარიშით, როგორიც წინა კვირას მიუნხენში დაფიქსირდა, მაგრამ პირველი მატჩის მსგავსად, ფეხბურთელის გაძევებამ კარლო ანჩელოტის გუნდს გეგმები აურია და საქმე გაურთულა.

დამატებით დროში მასპინძელი „რეალი“ გააქტიურდა და კაცნაკლულ მეტოქეზე უკეთაც გამოიყურებოდა. 105-ე წუთზე რონალდომ მეორე გოლი გაუტანა მანუელ ნოიერს, თუმცა ეს ისეთი აშკარა თამაშგარიდან მოახერხა, რომ ამის ვერდანახვა უფრო რთული იყო, მაგრამ ფაქტია უნგრელმა მსაჯმა კაშაიმ და მისმა ასისტენტებმა ვერ შეამჩნიეს, გოლი ჩაითვალა და ამან ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა, რადგან უმცირესობაში მყოფ „რეკორდმაისტერს“ აღარც ფიზიკური და აღარც ფსიქოლოგიური უნარი არ გააჩნდა გოლის გასატანად. ხუთ წუთში შეხვედრის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა მარსელომ სოლო რეიდი განახორციელა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და რონალდოს კიდევ ერთხელ გაატანინა, მეოთხე გოლი კი შეცვლაზე შესული მარკო ასენსიოს ანგარიშზეა. ამრიგად, „სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში გასვლა სრულიად დაიმსახურა, თუმცა მსაჯმა „ბაიერნი“ აშკარად დაჩაგრა (საყოველთაო მოსაზრებით, ვიქტორ კაშაის შეხვედრაში კაზემიროს გაძევებაც მართებდა) და ამის შესახებ საუბარი კიდევ დიდხანს იქნება.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პარალელურად მიმდინარე მატჩი ფრედ დასრულდა და მადრიდის „ატლეტიკომ“ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე ინგლისის მოქმედ ჩემპიონ „ლესტერ სიტისთან“ ზედმეტი გაჭირვების გარეშე მოიპოვა ოთხეულის საგზური. ანგარიში დიეგო სიმეონეს გუნდმა გახსნა - საულ ნიგესმა თავურით გაიტანა. „მელიებმა“ მეორე ტაიმის 61-ე წუთზე გაათანაბრეს - თავი ჯეიმი ვარდიმ გამოიჩინა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა სახიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა მადრიდელებმა თავი კარგად დაიცვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა



სხვა ამბები

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეძე ზვავის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რის გამოც, მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დაწვრილებით  

მოქალაქისთვის 200 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 43 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30