21:42:43

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. რეალი-ბაიერნისა და ლესტერი-ატლეტიკოს მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტი გუნდების ვინაობა გახდება ცნობილი.

მადრიდის „რეალს“ მიუნხენში გაუმართლა, „ბაიერნს“ აჯობა და საპასუხო შეხვედრას საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში ხვდება. ბოლო პერიოდში ზინედინ ზიდანის შეგირდები ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან - „სამეფო კლუბმა“ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრე ითამაშა, მაშინ როდესაც „ბაიერნმა“ ბოლო ხუთ შეხვედრაში ორჯერ მოიპოვა გამარჯვება და ამდენჯერვე დამარცხდა.

დღევანდელ მატჩში „ბაიერნს“ მთავარი ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი უბრუნდება, რომელმაც პირველი შეხვედრა გამოტოვა და ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდს იგი ძალიან აკლდა. კარლო ანჩელოტის გუნდს სერიოზული პრობლემები დაცვის ხაზში აქვს: პირველ შეხვედრაში გაძევებული ხავი მარტინესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ჟერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს ტრავმები აწუხებთ და დიდი ალბათობით, მოედანზე არ იქნებიან. რაც შეეხება „რეალს“, მადრიდელებს რაფაელ ვარანი და პეპე დააკლდებათ. მათ გარდა ლაზარეთშია გარეტ ბეილი და ზინედინ ზიდანს მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. შეხვედრას უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი განსჯის.

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „ლესტერ სიტი“ახლოსაა თავისი ისტორიის წერა ოქროს ასოებით კიდევ გააგრძელოს და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში გავიდეს. საამისოდ კრეიგ შექსპირის გუნდმა „ატლეტიკო“ უნდა სძლიოს. მადრიდულმა კლუბმა პირველი მატჩი ანტუან გრიზმანის პენალტით 1:0 მოიგო და დიეგო სიმეონეს გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტია. „ლესტერი“ უკანასკნელი სამი შეხვედრიდან მოუგებლად გამოდის და ორი საერთოდ წააგო. მაშინ როდესაც „ატლეტიკო“ ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც „რეალისგან“. საერთოდ კი, დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო ათი მატჩიდან კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა.

დღევანდელ მატჩში „ლესტერ სიტის“ მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს: დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს წამყვანი გერმანელი ცენტრალური მცველი რობერტ ჰუთი, ხოლო კაპიტან უეს მორგანის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა მცველების დეფიციტის გამო, სავარაუდოდ იამაიკელს მოედანზე გასვლა მაინც მოუწევს. შეხვედრის არბიტრი იტალიელი ჯანლუკა როკი იქნება.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




სხვა ამბები

სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჯემალ ქამალოღლის ოჯახი დააყაჩაღეს. ყაჩაღობაში სამი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა. მათ ოჯახში მყოფი მამაკაცი ცემეს და სახლიდან 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს.

დაწვრილებით  

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18
02:00-06:00
Cloudyfrom west-southwest4°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom west-southwest3°C1.3m/s
1.0mm
12:00-18:00
Partly cloudy6°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast7°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 12:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 01.03.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast4°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30