14:55:15

ფირნიშები
Share |

ზაზა ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში 6 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBA) რეგულარული ჩემპიონატი ლოს ანჯელესის „ლეიკერსის“ ძლევითა და პირველი ადგილით დაასრულა ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ - კალიფორნიელმა ოკლენდელებმა თანაშტატელ გუნდს უმასპინძლეს და 109:94 იმარჯვეს.

„ლეიკერსთან“ სასტარტო ხუთეულში მყოფმა ზაზა ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრი არც დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს.

„გოლდენ სტეიტმა“ ჯამში 82 მატჩიდან 67 მოიგო, დასავლეთ კონფერენციაში, ისევე როგორც სრულიად ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის ნებისმიერ სტადიაზე მოედნის უპირატესობა მოიპოვა. საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდისთვის არანაკლებ სასიხარულოა მათი ლიდერის, კევინ დიურანტის გამოჯანმრთელება, რომელმაც ტრავმის გამო 40 დღე გამოტოვა და მოედანზე დაბრუნების 3 მატჩის თავზე ჩინებულ ფორმაშია.

„გოლდენ სტეიტის“ მეტოქე პლეი-ოფის პირველ რაუნდში დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გასული „პორტლენდ ტრეილბლეიზერსი“ იქნება. ორ გუნდს შორის მატჩების სერია 4 მოგებამდეა და იგი 17 აპრილს, ქალაქ ოკლენდში დაიწყება.



სხვა ამბები

„რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.

დაწვრილებით  

სოფელ ხოვლეს ტყეში რეინჯერის ცხედარი იპოვეს

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ტყეში 46 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კახაბერ ყურაშვილი ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს ცხენით გავიდა სახლიდან ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის დასახიჩრებული ცხედარი გუშინ ღამით იპოვეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
19:00-00:00
Partly cloudyfrom west-3°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30