14:02:20

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა [Videos - Photos]

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე კიდევ სამი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ორი წამყვანი გერმანული კლუბი საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ინგლისის ჩემპიონმა გუნდმა კი სტუმრად მინიმალური სხვაობით წააგო.

წინა დღეს დორტმუნდში მომხდარი ინციდენტის გამო გადადებული მატჩი „ბორუსიასა“ და „მონაკოს“ შორის სტუმარი ფრანგული კლუბის აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა. საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის პირველადგილოსანმა „მონაკომ“ მასპინძელ გერმანულ კლუბს პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე - ჯერ დორტმუნდელთა ბერძენმა მცველა სოკრატის პაპასტათოპულოსმა აიკიდა პენალტი, რომელიც ბრაზილიელმა ფაბინიომ კარს ააცილა, ორ წუთში კი მონეგასკებმა მაინც გახსნეს ანგარიში, როდესაც მე-19 წუთზე თამაშგარის ზღვარზე მყოფმა თინეიჯერმა ფორვარდმა კილიან მბაპემ ზუსტად ითამაშა. მონაკოელთა მეორე გოლისას გერმანელმა სვენ ბენდერმა თავური დარტყმით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და თომას ტუხელის გუნდიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე ტაიმის 57-ე წუთზე დორტმუნდელებმა ერთი ბურთი კი გაქვითეს, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში მყოფი მბაპე 79-ე წუთზე დიდებულად გაისარჯა და ლეონარდო ჟარდიმის გუნდის უპირატესობა კვლავ გაზარდა. ხუთ წუთში „ბორუსიამ“ იაპონელი შინძი კაგავას გოლი კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა, თუმცა საშინაო კედლებში მარცხით გათამაშებას პრაქტიკულად დაემშვიდობა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გამართული შეხვედრა, სადაც „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ მადრიდის „რეალს“ მასპინძლობდა. ერთ დროს მადრიდული გრანდის თავკაცის, კარლო ანჩელოტისა და ერთ დროს მისი შეგირდის, ზინედინ ზიდანის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ „რეკორდმაისტერს“ ფორტუნამაც აქცია ზურგი, რადგან გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა მთავარი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ბავარიელთათვის სასიკეთოდ დაიწყო - ანგარიში ჩილელმა შუახაზელმა არტურო ვიდალმა კუთხურიდან თავური დარტყმით 25-ე წუთზე გახსნა. პირველივე ტაიმში ვიდალმა იტალიელი არბიტრის, ნიკოლა რიცოლის ბოძებული საჩუქარი ვერ შეირგო - უმიზეზოდ დანიშნული პენალტი უხეიროდ შეასრულა და ბურთი კარს ზემოდან ააცილა. მეორე ტაიმის დაწყებისას კი კრისტიანო რონალდომ გაათანაბრა, მალევე „ბაიერნის“ წევრმა ხავი მარტინესმა სამწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანი დატოვა და „ბაიერნს“ გეგმები აურია. ამით კარგად ისარგებლა „რეალმა“ და მანუელ ნოიერის კართან უამრავი იერიში მიიტანა. გერმანელი გოლკიპერი მკვდარ ბურთებს იგერიებდა, თუმცა გოლი მაინც გაუშვა, თავი კვლავ რონალდომ გამოიჩინა და მადრიდულ „სამეფო კლუბს“ პრინციპულ მეტოქესთან მნიშვნელოვანი გამარჯვება გაუფორმა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში შესრულებული დუბლით პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ევროპის საკლუბო ეგიდით 100 გატანილი გოლი დაუგროვდა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

მადრიდში პარალელურად მიმდინარე ატლეტიკო-ლესტერის მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა - „ატლეტიკოს“ მთავარმა ბომბარდირმა ანტუან გრიზმანმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი 28-ე წუთზე ზუსტად შეასრულა. მინიმალური სხვაობით მარცხი კი „ლესტერ სიტის“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს უტოვებს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა



ამ თემაზე:

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა [Video - Photos]

სხვა ამბები

ქრთამის მიცემის ბრალდებით პრობაციონერი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისთვის თანხის მიცემის ბრალდებით მოქალაქე ი.ქ დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.

დაწვრილებით  

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30