03:08:26

ფირნიშები
Share |

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შესარჩევი რაუნდი წარმატებით დაასრულა

ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ძირითადი რაუნდის A ჯგუფის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან ფრედ დაასრულა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რაც ქართული ფუტსალის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა.

იტალია ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს პლეი-ოფში აქამდე არასდროს უთამაშია.

შეხვედრა იტალიელთა უპირატესობით დაიწყო. ჯგუფის ერთპიროვნულმა ლიდერმა იტალიელებმა თავდაპირველად ორი გოლი გაიტანეს ქართველთა კარში, თუმცა ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა თამაშის ხარისხი გამოასწორა, ჯერ აქტიურობის შემდეგ იტალიელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, შემდეგ კი რონინიო აქტიურობდა, თუმცა წარმოშობით ბრაზილიელის მწვავე თამაშს შედეგი არ მოჰყოლია. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეძლო გამათანაბრებელი გოლის გატანა, რაც დიდწილად იტალიელთა მეკარის ბავშვურმა შეცდომამ განაპირობა, რომელმაც ელემენტარულ სიტუაციაში ვერ შეძლო ბურთი დაჭერა. საბოლოოდ საქართველომ სასურველ შედეგს მიაღწია, პლეი-ოფში გავიდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

11 აპრილი. თბილისი. ოლიმპიური სასახლე

იტალია - საქართველო 2:2

იტალია: პუტანო, ერკოლესი, გაბრიელ ლიმა (კ), ჰონორიო, პატიასი.

სათადარიგოები: მოლიტერნო, რომანიო, შინინა, მირანდა ბონავენტურა, ფორტინო, ალექს მერლიმი, კალდეროლი, კავინატო, ბორდინონი.

მთავარი მწვრთნელი: რ. მანიჩელი

საქართველო: კუპატაძე, ჭანუკვაძე, ნიშნიანიძე, რონინიო, სებისკვერაძე

სათადარიგოები: ჯამბურია, კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), კურტანიძე,

მთავარი მწვრთნელი: ა. ასათიანი

გოლი: 1:0 რომანიო (09:55), 2:0 მირანდა ბონავენტურა (11:06). 2:1 ერკოლესი (ა.გ. 15:39), 2:2 პუტანო (ა.გ. 24:19)

გაფრთხილება: სებისკვერაძე (12:26)

მთავარი მსაჯი: ო. ივანოვი (უკრაინა)



სხვა ამბები

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა. დაწვრილებით  

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგულ მწყემს ცოლ-ქმარს მეთვრამეტე დღეა ეძებენ

დედოფლისწყაროში მეთვრამეტე დღეა ფერმიდან დაკარგულ მწყემსებს უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმის მეპატრონემ, ზურა მასურაშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, მისთვის უცნობმა პირებმა ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ფერმის თანამშრომლები მომხდარიდან მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს დაკითხეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30