06:44:46

ფირნიშები
Share |

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი წარუმატებლად დაასრულა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მესამე შეხვედრაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლატვიასთან ფრედ 1:1 დაასრულა შეხვედრა და გათამაშებას გამოეთიშა.

პარალელურად ყაზახეთმა ესტონეთს ანგარიშით 1:0 სძლია და ქვეჯგუფის გამარჯვებული 7 ქულით გახდა. მეორე ადგილზე 5 ქულით ლატვიის ნაკრები გავიდა. ქართველმა ქალებმა 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს, ესტონეთმა კი ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა წააგო და ასპარეზობა ქულის გარეშე დაასრულა.


11 აპრილი. თბილისი. „მიხეილ მესხი“

ლატვია საქართველო 1:1

ლატვიაიბრაგიმოვა, კრუმინა, პროპოშინა, სპრუნტულე, გირჟდა (ვაციეტე, 66), როჩანე, ფედოტოვა, ვოიტანე, შევცოვა, ფიოდოროვა, მიკსონე.

მწვრთნელიდიძის მატისი

საქართველოსუხაშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, შახკულიანი, ბაქრაძე, გაბელია, დანელია (შენგელია, 83), სხირტლაძე, სუთიძე, დოლიძე (გორგაძე, 72), ჩემინავა (ჭიჭინაძე, 66).

მწვრთნელილევან ბაჯელიძე

მსაჯებიივანა პროიკოვსკა, ვიოლცა იზეირი, სლავომირა მაიკუტოვა, ზუზანა კოვაჩოვა.

გაფრთხილებადანელია (35), პასიკაშვილი (52), სხირტლაძე (62).

გოლები0:1 დანელია (19), 1:1 მიკსონე (45).

შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში 16 ნაკრები მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპის საგზური კი მხოლოდ ხუთმა გუნდმა მოიპოვა - ყაზახეთის, ალბანეთის, ისრაელის, ფარერის კუნძულებისა და მოლდოვას ქალთა ნაკრებები მიმდინარე წლის შემოდგომიდან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.



სხვა ამბები

სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთისა და აშშ-ის არმიათა წარმომადგენელების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ ბალხის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ყაჩაღობა სამეგრელოში - თავდამსხმელებმა ერთი ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ჩიხლაძეების სახლში გვიან ღამით რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა. დაუდგენელმა პირებმა ორივე მათგანი აწამეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში მარტვილის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
11:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.2m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast12°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west8°C1.3m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Light rainfrom northwest6°C3.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30