09:58:13

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგა დღეს მეოთხედფინალური შეხვედრებით განახლდება

სამკვირიანი შესვენების შემდეგ, ფეხბურთში ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდება. იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ქალაქ ტურინში კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება, პარალელურად კი ქალაქ დორტმუნდში ბორუსია-მონაკოს წყვილი ითამაშებს.

ლუის ენრიკეს გუნდი ტურინში საკადრო დანაკლისით ჩავიდა - ტრავმირებულნი არიან: ალეიშ ვიდალი, არდა თურანი და რაფინია, ხოლო სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. გამოცდილ საყრდენ ნახევარმცველს სავარაუდოდ ხავიერ მასკერანო ჩაანაცვლებს, რომელსაც ამ მხრივ ძველ პოზიციაზე მოუწევს დაბრუნება. მასპინძელი „იუვეს“ ლაზარეთში კი ერთადერთი ფეხბურთელია – ახალგაზრდა ხორვატი მარკო პიაცა. დღევანდელ მატჩში ყვითელი ბარათით იასპარეზებს ტურინელთა კოლუმბიელი გარემარბი ხუან კუადრადო, „ბარსას“ მხრიდან კი საპასუხო მატჩის გამოტოვების საფრთხის წინაშე ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი და ნეიმარი დგანან.

უაღრესად საინტერესო შეხვედრას, სადაც საუკეთესო დაცვის მქონე კლუბი საუკეთესო თავდასხმის მქონე გუნდს დაუპირისპირდება, პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი განსჯის.

დორტმუნდში გასამართ მატჩს სტუმარი მონაკოელები სერიოზული დანაკლისით ხვდებიან – ტიემუე ბაკაიოკოს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო ჯიბრილ სიდიბე დაშავებულია. მათ გარდა, მონეგასკურ კლუბს გაბრიელ ბოსკილია და გვიდო კარილიო ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება „ბორუსიას“, მარიო გიოცე, ანდრე შიურლე და ერიკ დურმი ტრავმირებულნი არიან, მარკო როისმა კი ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, დღეს ძირითადშიც ვიხილოთ. თუ „ვესტფალენშტადიონზე“ ყვითელ ბარათს რაფაელ გერეირო, მარსელ შმელცერი, ფაბინიო, ჟემერსონი, ვალერ ჟერმენი და ჯიბრილ სიდიბე მიიღებენ, მაშინ საპასუხო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ.

ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



სხვა ამბები

შაია ლაბეფის ანტი-ტრამპისეული კამპანია ლივერპულშიც დაიხურა

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ტრამპის საწინააღმდეგო არტ-კამპანია, სახელად „ის ჩვენ ვერ დაგვაცალკევებს“, კიდევ ერთხელ, ამჯერად ინგლისის ქალაქ ლივერპულში გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა.

დაწვრილებით  

რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქებში ანტიკორუფციული დემონსტრაციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ აქციაზე სამართალდამცავებმა ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30