23:44:10

ფირნიშები
Share |

როჯერ ფედერერმა 91-ე ტიტული მოიპოვა

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში 91-ე საჩოგბურთო ტიტული მოიგო.

ფინალური შეხვედრა საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და „მხიარულ როჯერს“ რაფა ნადალის დამარცხება არ გასჭირვებია. შვეიცარიელმა ვეტერანმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა ისე, რომ თვითონ თავის ჩაწოდება არ დაუკარგავს. ესპანელს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ხოლო ფედერერმა 9-დან ორი ბრეიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალს უკვე სამიდან სამი შეხვედრა მოუგო. ურთიერთშეხვედრებში კი ესპანელი შვეიცარიელ მეტოქეს მაინც ამარცხებს - 23:14-ს.

როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის მოგებით 1.1 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, ხოლო რაფაელ ნადალმა 573 680 დოლარი და 600 სარეიტინგო ქულა მიიღო. ნადალს მაიამის მასტერსი მოგებული არ აქვს და ფინალში უკვე მეხუთედ დამარცხდა (2005, 2008, 2011, 2014, 2017 წლებში).

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა მაიამის ტურნირამდე, წელს ავსტრალიის ღია პირველობა და ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო.



სხვა ამბები

სამართალდამცავებმა თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს

სამართალდამცავებმა მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.

დაწვრილებით  

„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
04:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30