12:22:17

ფირნიშები
Share |

დათა ქაჯაიამ TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა [Video-Photos]

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა. ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ პირველი ადგილი მოიპოვა.

საკვალიფიკაციო გარბენში საქართველოს სახელით იასპარეზა სერბმა სპორტსმენმა დუშან ბორკოვჩმა.

საკვალიფიკაციო რბოლაში 12 ქვეყნის სახელით 16 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული რბოლის შედეგების საფუძველზე, ავტომრბოლელები სტარტის ხაზთან შესაბამისი რიგითობის მიხედვით დადგებიან.

2 აპრილს საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონი იხსნება. ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TCR Touring Car Racing-ის დირექტორი, მარჩელო ლოტი ჩამოვიდა.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



სხვა ამბები

ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი თვის წინ საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით მოათავსეს. დაწვრილებით  

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება - პროკურორი

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფორსის მოადგილემ განაცხადა. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენებას მიცემაზე. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30