07:05:48

ფირნიშები
Share |

საქართველოს ნაკრებმა ლატვია 5:0 დაამარცხა [Video]

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვიის წინააღმდეგ ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიელებთან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.

„ჯვაროსნებს“ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, დიდი ხანია ქვეყნის პირველ გუნდს ასე კარგად არ უთამაშია. შეხვედრაში დუბლი შეასრულა მოსკოვის „სპარტაკის“ წევრმა ჯანო ანანიძემს და ვენის „რაპიდის“ ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ. ბოლო, მეხუთე გოლი კი შეცვლაზე შესული 19 წლის გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


საქართველო - ლატვია 5:0

საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (ტაბიძე 77), ჯიღაური (არაბიძე 62), ანანიძე (ყაზაიშვილი 83), კვეკვესკირი, გვილია (კიტეიშვილი 36), ქვილითაია (კაჭარავა 77), დვალიშვილი (კობახიძე 62).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია: ვანიინსი (შტეინბორსი 46), დ. იკაუნიეკსი, მაქსიმენკო, ო. ლაიზანსი (ლაზდინსი 80), ვიშნიაკოვსი (რაკელსი 46), სოლოვიოვსი, გორკშსი, ი. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (ოშსი 46), კარლსონსი (შაბალა 46), კლუშკინსი (ლუკიანოვსი 65).

მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი

გოლები: 1:0 ანანიძე (18 პენ), 2:0 ქვილითაია (33), 3:0 ქვილითაია (66), 4:0 ანანიძე (76), 5:0 არაბიძე (89).

გაფრთხილება: დვალიშვილი (36), კლუშკინსი (57), დ. იკაუნიეკსი (58), მაქსიმენკო (67), ხოჭოლავა (74), კიტეიშვილი (84), ი. იკაუნიეკსი (84).

მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)



სხვა ამბები

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი. დაწვრილებით  

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20-ზე მეტი არასრულწლოვანი დაიღუპა

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 არასრულწლოვანი დაიღუპა. ადგილობრივ საავადმყოფოებში 40-მდე დაშავებულია გადაყვანილი. ხანძარი თავად თავშესაფრის ბინადრებმა გააჩინეს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
11:00-12:00
FairNNW2°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 30 31