07:05:30

ფირნიშები
Share |

საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სერბეთთან დამარცხდა [Photos]

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებსა და სერბეთს შორის თბილისში „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა და იყო შანსი პირველი გამარჯვებაც მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მაგრამ ეროვნულ გუნდი თავისივე უპატიებელი შეცდომების წყალობით ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელი „ჯვაროსნებისთვის“ იდეალურად დაიწყო - გამოცდილი სერბი მცველი ალეკსანდარ კოლაროვი შეცდა და მეკარეზე უკან გაკეთებული პასით ნიკა კაჭარავა დატოვა პირისპირ, რომელმაც მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე გოლიც უნდა გაეტანა. ვაკო ყაზაიშვილი ორჯერ დარჩა მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩთან პირისპირ – ჯერ გოლკიპერმა აუღო ძლიერი დარტყმული, შემდეგ კი კაჭარავას დიდებული პასით ცარიელი დარჩა ერთ-ერთზე, ურეალურესი მომენტიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა შორეულ ძელს, უფრო მეტად გულდასაწყვეტია, რომ ყაზაიშვილს ჯანო ანანიძე ეხსნებოდა ცარიელი კარის წინ, მაგრამ ელემენტარულ სიტუაციაში პარტნიორს პასი არ მისცა. ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ მეორე შეცდომა დაუშვა - საკუთარ საჯარიმოში მეტოქე ფეხბურთელი წააქცია, ხოლო დანიშნული პენალტი გოლად დუშან ტადიჩმა აქცია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი შეხვედრაში რამაც ყველაფერი შეცვალა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ნახევრად საგოლე მომენტიც არ შეუქმნიათ, სერბებმა კი მშვიდად და აუღელვებლად მიაღწიეს სასურველ შედეგს. 65-ე წუთზე ალეკსანდარ მიტროვიჩმა მაღალი კლასი აჩვენა და თავისიანები მოხდენილი გოლით დააწინაურა, ხოლო შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შესულმა მიატ გაჩინოვიჩმა დაუსვა – 1:3. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სერბეთის ნაკრებმა კარის ჩარჩოში მხოლოდ სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ დროისთვის 5 ტურის შემდეგ კვლავაც ორი ქულა აქვს, რომელიც ორი ფრედ დასრულებული მატჩით მოიპოვა.

საქართველო – სერბეთი 1:3

საქართველო (4-3-3): ლორია; კაკაბაძე (არაბიძე 70), კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; გვილია, კვეკვესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი (ქვილითაია 83), კაჭარავა, ანანიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სერბეთი (3-4-1-2): სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მაკსიმოვიჩი, კოლაროვი; რუკავინა, მილივოევიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (ვუკოვიჩი 46); ტადიჩი; კოსტიჩი (გაჩინოვიჩი 81), მიტროვიჩი (გუდელი 71).

მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45, პენ), 1:2 მიტროვიჩი (65), 1:3 გაჩინოვიჩი (86).



სხვა ამბები

24 წლის ახალგაზრდას ქართველმა ექიმმა ღორის გულის სარქველი გადაუნერგა [Video]

რუსეთში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში, 24 წლის ახალგაზრდას ღორის ბიოლოგიური მასალისგან შექმნილი გულის სარქველი გადაუნერგეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაცია რუსეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ ჩაატარა.

დაწვრილებით  

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს, მათზე პასუხისმგებლობა კი ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28 29 30 31