08:50:25

Share |

საქართველო სერბეთთან და ლატვიასთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სერბეთის წინააღმდეგ მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა გამოიძახა. „ჯვაროსნები“ მზადებას დღეიდან იწყებენ.

24 მარტს ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს და ამ დაპირისპირებაში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი ვერ მიიღებენ.

ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), დავით ხოჭოლავა (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის ლოკომოტივი).

ნახევარმცველები:ჯაბა კანკავა (სტად დე რეიმსი, საფრანგეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (გიოზთეფე, თურქეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვალერიან გვილია (ბ.ა.ტ.ე., ბელარუსი), გიორგი არაბიძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ოთარ კიტეიშვილი (თბილისის დინამო).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

საქართველო-სერბეთის შეხვედრა 24 მარტს, 21 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. სერბეთთან ოფიციალური მატჩის შემდეგ კი „ჯვაროსნები“ ამხანაგურ შეხვედრას ლატვიასთან 28 მარტს გამართავენ.



ამავე თემაზე:

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ სერბების შემადგენლობა ცნობილია

ფირნიშები

სხვა ამბები

სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები 11 მარტს, ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს გმობენ და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 30.03.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast10°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast11°C0.3m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Light rainfrom east-southeast14°C1.2m/s
0.9mm
შაბათი 01.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east3°C0.4m/s
0mm
კვირა 02.04.17 10:00-16:00
Rainfrom southeast4°C0.6m/s
1.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31